1. წყლის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, წყალმომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებლის წარმომადგენლები ვალდებულნი, არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი, ამასთან აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული წყლის საფასურის გადაუხდელობის შედეგად ტექნიკური წყლის მომარაგების შეწყვეტის და შესაბამისად, აღდგენის შემთხვევაში.
2. ამ წესის შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
3. აქტს მიმწოდებლის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აქტში აღინიშნება;
ა) დამრღვევი მომხმარებლის ვინაობა, აბონენტის ნომერი, დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;
ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა განმარტებები (არსებობის შემთხვევაში-მათი ვინაობა და მისამართი);
გ) დამრღვევი მომხმარებლის ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთვევაში);
დ) მომხმარებლის კუთვნილი წყლის დანადგარების ან/და ხელსაწყოების გამტარუნარიანობის შესახებ (აუცილებლობლობის შემთხვევაში);
ე) მრიცხველის ტიპი, ნომერი და ჩვენება შემოწმების შემთვევაში;
ვ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა; გამოყენებული მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა და სიზუსტის კლასი.
თ) შესაბამისი ტექნიკური წყლის მრიცხველის (მრიცხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება.
ი) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა წყლის მრიცხველი;
კ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (მრიცხველის მოსხნის შემთხვევაში).
5. თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული წყლის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს, საჭიროების შემთხვევაში წყლის მრიცხველი შესამომწმებლად მიმწოდებლის მიერ გადაიგზავნოს აქტთან ერთად დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.
6. იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი არ ესწრება წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.
7. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ სხვა პირები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.
8. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლიარად. რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე მიმწოდებელს; ხოლო წყლის მრიცხველის მოხსნის შემთვევაში აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად-ასეთ შემთვევაში მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში წყლის მრიცხველთან ერთდ.
9. მიმწოდებელი ვალდებულია, მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართობის მიზეზით მოხსნილი ტექნიკური წყლის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებული იქნა იმავე მომხმარებელთან