1. მიმწოდებელს უფლება აქვს, მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალლიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით.
2. წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ დეპოზიტზე თანხის შეტანა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ:
ა) პირი აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე, მათ შორის უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას;
ბ) პირი წყალმომარაგების ქსელზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორციელებლად;
გ) მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარებისთვის;
დ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში, ეს ქვეპუნქტი არ გავრცელდება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის;
ე) დავალიანების გადაუხდელობისთვის მომხმარებელს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ეს დებულება არ გავრცელდება სოციალურად დაუცველის სტასუსის მქონე პირთათვის;
3. წყალმომარაგების მიმწოდებელს უფლება აქვს, მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელს წინასწარ ტექნიკური შეტყობინებით (ბეჭვდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს, დეპოზიტის შესაძლო გამოყენების შესახებ. კერძოდ:
ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვვაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში დავალიანების გადახდის თარიღებზე ინფორმაციას;
ბ) წყალმომარაგების მიმწოდებელმა დავალიანების გადაუხდელობით გათიშული მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ.
4. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ მომხმარებული ტექნიკური წყლის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ტექნიკური წყლის ოდენობაზე მეტი. მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა მიმწოდებლის მიერ არ იქნა მიმართული მათ შორის წარმოდგენილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.
5. წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში გარდა ამ წესების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია, დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება. წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ტექნიკური წყლის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ წესებით გათვალისწინებული პირობისა და პროცედურების დაცვით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსიალია, მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის დაფარვა. დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას.
6. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ:
ა) მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა;
ბ) 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა).
7. თუ ტექნიკური წყლის მრიცხველი დამონტაჟებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდა მრიცხველის წაკითხვა, მიმწოდებელს უფლება აქვს, მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდების საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომი მომხმარებლის ტექნიკური წყლის მრიცხველის რეალური ჩვენების შესაბამისად.
8. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. ასევე თუ მიმწოდებელმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებელზე ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას, ამასთან, არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებია