1. წყალმომარაგების ხელშეკრულებით მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მომხმარებელს ტექნიკური წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) ტექნიკური წყლის საფასური და ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები;

2. ეს წესები და ამ წესების საფუძველზე, მომზადებული მიწოდების ხელშეკრულება, ტექნიკური წყლის მომხმარებლისთვის, წარმოადგენს, ძირითად იურდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებელისა და მომხმარებლის უფლება მოვალეობებს, ტექნიკური წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდების ან/და მოხმარების დროს;

3. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით;

4. მომხმარებელთან გაფორმებული წყალმომარაგების ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

5. მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებს;

6. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს წყალმომარაგების მომწოდებელს იურდიულ მისამართზე (სამუშაო საათებში);

7. წყალმომარაგების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კომპანიის წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომელებსაც უშუალოდ კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან;

8. წყალმომარაგების მიმწოდებელმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიაბეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გადაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი. ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა თუ;

ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მოხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;

ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ, ინფორმაცია, მოხმარებელს მიეწოდება ტესტური შეტყობინებით.

9. იმ შემთხვევაში თუ მოხმარებელი წერილობითი ალ ელექტრონული ფორმით შეიტანს განაცხადს, მას პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა  ფორმითაც მოხდება აღნიშნული განცხადების მიღება.

10. განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს ასევე:

ა) აბონენტის რეგისტრაციის  (ან შეცვლის) შემთხვევაში - აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);

ბ)  აქტის შედგენის შემთხვევაში - აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;

გ)  მრიცხველის დაყენების შემთხვევაში - მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;

დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში - მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და სტანდარტულ პირობებს.

11. მიმწოდებელი უფლებამოსილია შეიმუშაოს და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა ხასიათის და შინაარსის მოთხოვნის შესახებ განცხადების ტიპიური ფორმები.

12. ამ წესების მიზნებისთვის ტექნიკური წყლის მომხმარებელები იყოფა ორ ჯგუფად:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც ტექნიკურ წყალს ყიდულობა და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.

13. ამ წესით გათვალისწინებული, მომხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადახდისგან, შესაძლებელია განთავისუფლდეს ან შეუმცირდეთ გადასახადი, შემდეგი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, მხოლოდ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში:

ა) ომის ვეტერნები და მათთან გათანაბრებული პირები;

ბ) I და II ჯგუფის ინვალიდები, შესაბამისი დამადასტურებელი ფურცელის ან ცნობის საფიძველზე;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები ( რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70 000 - მდე სარეიტინგო ქულა), შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ( სოციალური სააგენტო) გაცემული ცნობის საფუძველზე;

დ) მრავალშვილიანი ოჯახები (სამი და მეტი არასრულწლოვანი შვილი);

ე)  მარტოხელა მშობლის (მარტოხელა მამა ან მარტოხელა დედა) სტატუსის მქონე პირი;

ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალააქეები და ოჯახები;

ზ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, გამართულ საომარ მოქმედებებში და ბრძოლებში დაღუპული მეომართა ოჯახის წევრები და ოჯახები;

თ) ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთა პედაგოგიური საქმიანობა აღემატება 20 წელს;

ი)  სააღმზრდელო და საგანმანათლენლო დაწესებულებები, საოჯახო სასტუმროს მფლობელი მომხმარებლები მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის 50% - იანი შეღავათით, შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ( შემოსავლების სამსახურის ან საჯარო რეეესტრის) ცნობის (ამონაწერის) საფუძველზე;

კ) აგრეთვე სხვა ნებისმიერი პირი, საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

14. ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს საქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე - გულისხმობს კალენდარულ დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.
თავი II
ტექნიკური წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული

სპეციალური პროცედურები და ღონისძიებე