1. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ტექნიკური წყლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიდუმლო წყალმომარაგება.
2. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს წყალმომარაგების მომსახურეობა და მიაწოდოს ტექნიკური წყალი ყველა სახის მომხმარებელს;
ბ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები;
გ) ურუნველყოს მომხმარებელთა სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურეობა;
დ) მოახდინოს სათანადო რეაგირება მომხმარებელთა შეტყობინებაზე წყალმომარაგებასთან დაკავშირებით;
ე) უზრუნველყოს ამ წესით და მიწოდების ხელშეკრუებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულება;
ვ) შეწყვიტოს ტექნიკური წყლით მომარაგება, თუ საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას ან ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას;
3. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ წესითა და მიწოდების ხელშეკრულებით დადგენილი პირობები;
ბ) დროულად გადაიხადოს , მის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური, ამ წესითა და მიწოდების ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და წესით;
გ) არ დაუშვას ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარება და ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აანაზღაუროს მიმწოდებლისათვის მიყენებული ზიანი;
დ) არ დაუშვას წყალმომარაგების სისტემებზე თვითნებური მიერთება/ჩაჭრა/აღდგენა, აგრეთვე აღრიცხვის კვანძის მთლიანობის დარღვევა, მრიცხველის და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების დაზიანება;
ე) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, ტექნიკური წყლის მიწოდების შეფერხების, შეწყვეტის, მიწოდების აღდგენის, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ თარიღებისა და დროის მითითებით, აგრეთვე მისი დარღვეული უფლებების დაცვის მიზნით, პრეტენზიით მიმართოს მიმწოდებელს ან განცხადებით სასამართლო