1. მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სარგებლობს (ან ისარგებლებს) ტექნიკური წყლის მომარაგებით და მისი მომსახურებით.

2. მომხმარებელი ვალდებულია, ტექნიკური წყალი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში ან მიწოდების ხელშეკრულებაში მითითებული, საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის.

3. პირმა, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს.

4. საცხოვრებელი სახლის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს აბონენტად რეგისტრაციის განაცხადი, შესაბამის მიმწოდებლებთან.

5. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მმიმწოდებეი უფლებამოსილია მოთხოვოს ამ პირს, მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტების რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, შესაბამისად დარიცხული დავალიანების გადაუხდელობისგან ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე.)

7. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს ტექნიკური წყალი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორეს მხრივ, მიმწოდებელი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს წყალმომარაგების ვალდებულებას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

8. აბონენტად რეგისტრაციის განაცხადში მითითებული უნდა იქნეს:

ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები ( ინფორმაციის მიმღების მინიმუმ ორი საშუალება - ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული  მისამართი)

ბ) მიმწოდებლის დასახელება;

გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი,მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური

მეწარმის (ასევე სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის),ან დაწესებულების სახელწოდება, იურიდიული

მისამართი,საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საინდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;

დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;

ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა,სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;

ვ) ტექნიკური წყლის მომსახურების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);

ზ) წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

9. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:

ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;

ბ) გადახდაზე პასუხისმგებელიფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.

10. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა  მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი წყალმომარაგება ამ წესებით განსხვავებული პირობების დაცვით (თუ ტექნიკური პირობები დაცულია).

11. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების  განხორციელებისთანავე, აბონენტის ტექნიკური წყლით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყებისმიწოდების შესახებ აქტი, სადაც უნდა აისახოს  განაცხადში  ასახული მონაცემები და  ტექნიკური წყლის მომარაგების დაწყების თარიღი, ხოლო ამ აბონენტთან ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, ასევე უნდა აღინიშნოს ტექნიკური წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ტექნიკური წყლის მრიცხველის გეგმიური შემოწმების პერიოდი.

12. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთან წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმება, რისთვისაც მხარეები იყენებენ დამტკიცებულ   ,,მიწოდების ხელშეკრულების’’  სტანდარტულ ფორმას.

13. აბონენტად რეგისტრაციის, წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების და ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგება.

14. თუ გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი იცვლის ტექნიკური წყლის მომხმარებლის მიზნობრიობას, მიმწოდებელი ვალდებულია  მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ამ მომხმარებლის ტექნიკური წყლის მისაერთებელი მილის დიამეტრზე, ამ მიზნისთვის საჭირო დადგენილ ვადაში, მომხმარებლის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის პირობით.საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია ასახოს ის მომხმარებლის დავალიანებაში; თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად რეგისტრაციის დასრულებამდე ვერ მოეწყობა აღრიცხვის კვანძი, მომხმარებელი ტექნიკური  წყლის საფასური უნდა დაერიცხოს ამ მომენტამდე მოქმედი წესით და პირობით.

15. მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს წყალმომარაგების მიმწოდებელს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე.

16. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაინდენტიფიცირებული და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს ტექნიკური წყლით მომარაგებ