ამ წესში გამოყენებული ყველა ტერმინი განიმარტება წყალმომარაგების სფეროში მარეგურილებელი კანონქვემდებარე აქტებისა და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რასაც აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ტექნიკური წყალი - წყალი რომელიც მასში არსებული მინარევების (მყარი ნაწილაკები, ემულსიები და გახსნილი ნივთიერებები) გამო უვარგისია სასმელად;
მიმწოდებელი - პირი/საწარმო, რომელიც ახორციელებს წყალმომარაგების საქმიანობას;
ბ) მომსახურეობა - ტექნიკური წყლით მომარაგება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები ან არარეგისტრირებული საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის;
გ) წყალმომარაგება - საქმიანობა, მომხმარებლის წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთობლიობა, წყლის სისტემების მეშვეობით, რომელიც შეიცავს წყლის მიღებას ზედაპირული წყლის ობიექტიდან, ბუნებრივი წყაროებიდან მის გაწმენდას, წტანსპორტირებასა და მომხმარებლისათის მიწოდებას;
დ) წყალსადენი ქსელი - წყალგაყვანილობის ხაზების (მილგაყვანილობების) ერთობლიობა მოხმარების ადგილამდე წყლის მიწოდებისათვის (მილსადენი, რეზერვუარი,ღია და დახურული არხები,საჭიროების შემთხვევაში, სატუმბი სადგური და სხვა.);
ე) მიმწოდებელი (წყალმომარაგების) - ნებისმიერი იურდიული (საწარმო), რომელიც ახორციელებს ტექნიკური წყლის წყალმომარაგების საქმიანობას;
ვ) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც ყიდულობს ტექნიკურ წყალს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ საქმიანობას;
ზ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ყველა სხვა მომხმარებელი;
თ) აბონენტი - მიმწოდებლის მიერ რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი;
ი) ტექნიკური წყლის მიწოდება - მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლის მიწოდება წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით;
კ) ტექნიკური წყლის მიწოდების სისტემის მფლობელი ოპერატორი - პირი, რომელიც სარგებლობის უფლებით, ფლობს და ექსპლოატაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყალმომარაგების სისტემებს;
ლ) წყალმომარაგების ოპერატორის იურდიული მისამართი - ქ.ჭიათურა, ნინოშვილის №5ა;
მ) მომსახურეობის მოწოდების ადგილი - დასახლებული ან დაუსახლებელი პუნქტი, რომელშიც შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის ოპერატორი მომხმარებელს აწვდის ტექნიკურ წყალს მოხმარებისთვის;
ნ) მიწოდების ხელშეკრულება - მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის სათანადოთ გაფორმებული ხელშეკრულება ტექნიკური წყალის მიწოდების შესახებ;
ო) ტექნიკური წყლის ტარიფი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი, ტექნილური წყლის მოხმარების საფასური, გამრიცხველიანებული მომხმარებლებისთვის 1 კბ.მ-ით გაანგარიშებით, ხოლო გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის სულადობით გაანგარიშებით;
პ) მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულება - მომხმარებლის მიერ, მოხმარებული ტექნიკური წყლის მოცულობისა და სულადობის მიხედვით დაანგარიშებული ტექნიკური წყლის საფასური;
ჟ) მოწყვლადი მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც მისი სტატუსისა თუ მდგომარეობის გამო, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ან ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილი წესით მინიჭებული აქვს წყალმომარაგებით სარგებლობის უფლება შეღავათიანი პირობებით;
რ) ტექნიკური წყლის ხარჯვის ნორმა - ტექნიკური წყლის ტარიფის გაანგარიშებისას, მიმწოდებლისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე წყლის ნორმა, რომელიც აისახება წყალმომარაგების ტარიფში;
ს) მრიცხველი - მოხმარებული ტექნიკური წყლის აღრისცხვის ხელსაწყო;
ტ) აღრიცხვის კვანძი - პუნქტისადაც განთავსებულია მრიცხველი მასთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობები (ლუქები, ფილტრები, ვენტილები და ა.შ);
უ) დეპოზიტი - ფულადი შენატანი, მიმწოდებლის ანგარიშზე მომხმარებლის მიერ თანხის განთავსება, რომელიც მიმწოდებლის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მომხმარებლის დავალიანების დასაფარად, ან გასაწევი მომსახურეობის ღირებულების ასანაზღაურებლად