1. აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა;შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები,დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი და უკუსარქველი), რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.
2. მიმწოდებელს უფლება აქვს, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, ტექნიკური წყლისმრიცხველი), ასევე, სხვა სახის მოწყობილობები, მათ შორის დანადგარები.
3.მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალეების შეძენისა და მოწყობის ხარჯი).
4. ტექნიკური წყლის მრიცხველი და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ტექნიკური წყლის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს (შეძლებისდაგვარად ახლოს მომხმარებელთან) ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე მიმწოდებელს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლრბლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.
6. ტექნიკური წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან, თუ ტექნიკური რეგლამენტით და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.
7. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე ტექნიკური წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის წყალგაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ მიმწოდებლის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და წყალგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.
8. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, წყლის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორას დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება მიმწოდებლის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ამასთან:
ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელემენტების (მათ შორის დანადგარენისა და მოწყობილობების) აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი თავისი ხარჯით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარა ამ მოწყობილობებზე, გარეგანი მექანიკური ზემოქმედების კვალი, რაც შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ მიჩნეულ იქნეს, როგორც მომხმარებლის (აბონენტის) უკანონო და არასანქცირებულ ჩარევად;
ბ) მომხმარებელი პასუხისმგებელია, აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე).
9. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მოუწყოს აღრიცხვის კვანძი შემდეგი წესით:
ა) თუ მომხმარებლის წყლის მრიცხველის დიამეტრი არ აღემატება 15 მმ-ს, წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, 30 სამუშაო დღის ვადაში, საკუთრი ხარჯით მოუწყოს აღრიცხვის კვანძი; ამასთან, თუ აღრიცხვიანობის სიზუსტის, ან ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე საჭიროა ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძის (მათ შორის მრიცხველის) მოწყობა, წყალმომარაგების მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მათი მოწყობა;
ბ) თუ მომხმარებლის წყლის მრიცხველის დიამეტრი აღემატება 15 მმ -ს ან,თუ მომხმარებელი ითხოვს დამატებითი აღრიცხვის კვანძის მოწყობას, რომელიც არ გამომდინარეობს აღრიცხვიანობის სიზუსტის ან ტექნიკური აუცილებლობიდან, წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი დადგენილ ვადაში, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური.
10. თუ აბონენტად რეგისტრაციის მსურველი საყოფაცხოვრებომ მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელია მომხმარებლის კუთვნილი ქონების, მათ შორის შიდა ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, მომხმარევბლის მიერ ინდივიდუალური მრიცხველის მოწყობაზე უარის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მომხმარებელთან შესაბამისი აქტის შედგენის, ტექნიკური წყლის საფასურის დარიცხვა მოახდინოს სულადობის მიხედვით.ეს რირებულება არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევებზე.
11. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან და ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და სათანადოდ შესრულება;
ბ) სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე წერილობით ან სმს-ით შეატყობინოს მომხმარებელს სამუშაოების დაწყების თარიღის შესახებ; თუ დაგეგმილი სამუშაოები საჭიროებს მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე შესვლასა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას, მომხმარებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლების დაშვება მის კუთვნილ ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს ტექნიკური წყლით მომარაგება;
გ) მომხმარებელთან აღრიცხვის კვანძი მოაწყოს და შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოები შეასრულოს ისე, რომარ გამოიწვიოს მომხმარებლის წყალმომარაგების შიდა ქსელის გადაკეთება, ამ მომხმარებელთან წერილობითი ფორმით წინასწარ შეთანხმების გარეშ