1. წყალმომარაგების  მიმწოდებელი ვალდებულია, აწარმოოს ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საინდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნომრის ან სხვა ფორმის საშუალებით.

2. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, შეინახოს:

ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები  - 3 წლის განმავლობაში;

ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა პერიოდული ანგარიშგების წარდგენა - არანკლებ 10 წლის განმავლობაშ