1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აწარმოოს წესებით გათვალისწინებული  პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს, აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონული პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნომრის ან სხვა ფორმის საშუალებით.

2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეინახოს:

ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში;

ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში  მონაცემების ასახვა)  – არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

კარი II.
გამანაწილებელი
ქსელის
ექსპლუატაცია-განვითარება

თავი XII. ექსპლუატაცია-განვითარების ზოგადი პირობე