1. ბუნებრივი გაზით ვაჭრობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) შესყიდული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ), სახელშეკრულებო ფასი (აშშ დოლარი/1000 კუბ.მ), მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/ კუბ.მ) და ბუნებრივი გაზის წმინდა ღირებულება დღგ-ის გარეშე (ლარი/კუბ.მ) წყაროებისა და ხელშეკრულებების მიხედვით;

ბ) ტრეიდერებზე/მიმწოდებლებზე გაყიდული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ), სახელშეკრულებო ფასი (აშშ დოლარი/1000 კუბ.მ), მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/ კუბ.მ) და ბუნებრივი გაზის წმინდა ღირებულება დღგ-ის გარეშე (ლარი/კუბ.მ), წყაროებისა და ხელშეკრულებების მიხედვით;

გ) გაყიდული ბუნებრივი გაზისა და შესაბამისი შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა და ვაჭრობის საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავლის მომდევნო წლის პროგნოზი ( დღგ-ის გარეშე, ლარი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება საანგარიშო წლის მხოლოდ მე-6 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისა