1. ბუნებრივი გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) სისტემაში მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიღების პუნქტების, მიმწოდებლებისა და ტრეიდერების მიხედვით;
ბ) ტრანსსასაზღვრო მიწოდების პუნქტებში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიწოდების პუნქტების, მიმწოდებლებისა და ტრეიდერების მიხედვით;
გ) ქსელიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობა განაწილების სისტემის ოპერატორებისა და მიმწოდებლების მიხედვით;
დ) საბოლოო მომხმარებლების რაოდენობა და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიმწოდებლების მიხედვით;
ე) საბოლოო მომხმარებლების რაოდენობა და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა ზღვრებისა და რეგიონების მიხედვით;
ვ) მიღებული ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მონაცემები მიღების წერტილების მიხედვით;
ზ) მილსადენში არსებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიმწოდებლების მიხედვით;
თ) გადაცემის სისტემის ოპერატორის საკუთარი მოხმარების და დანაკარგების ოდენობა.
2. ბუნებრივი გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს:
ა) ქსელის შემადგენელი თითოეული მილსადენის ტექნიკური მონაცემები:
ა.ა ) მილსადენის სიგრძე;
ა.ბ) მაქსიმალური დასაშვები მუშა წნევა;
ა.გ) მაქსიმალური დასაშვები საათური და დღიური დატვირთვა;
ა.დ) გაზგამანაწილებელი სადგურების და აღრიცხვის წერტილების რაოდენობა;
ა.ე) ჩამკეტი არმატურის რაოდენობა;
ა.ვ) კონდესატშემკრებების რაოდენობა;
ა.ზ) სადიაგნოსტიკო მოწყობილობის გამშვებ/მიმღები სადგურების რაოდენობა;
ა.თ) კათოდური სადგურების რაოდენობა;
ა.ი) იზოლირებული მონაკვეთის სიგრძე;
ა.კ) ელექტროქიმიურად დაცული მონაკვეთის სიგრძე;
ა.ლ) საკონტროლო საზომი პუნქტების რაოდენობა;
ბ) ქსელის შემადგენელი თითოეული მილსადენის ფაქტობრივი მონაცემები:
ბ.ა) მილსადენის ფაქტობრივი სიგრძე აშენების პერიოდის მიხედვით;
ბ.ბ) მაქსიმალური ფაქტობრივი მუშა წნევა;
ბ.გ) მაქსიმალური ფაქტობრივი საათური და დღიური დატვირთვა;
ბ.დ) სიმძლავრის გამოყენება (%) (საათობრივი, დღიური);
ბ.ე) საანგარიშო წელს დაფიქსირებული ავარიების რაოდენობა;
ბ.ვ) საანგარიშო წელს დაფიქსირებული გაჟონვების რაოდენობა;
ბ.ზ) ავარიების და გაჟონვების შედეგად გაფრქვეული გაზის ოდენობა;
გ) მეზობელი გადაცემის სისტემებიდან ბუნებრივი გაზის მიღების/მიწოდების პუნქტების შესახებ ინფორმაცია:
გ.ა) მაქსიმალური დასაშვები საათური და დღიური დატვირთვა;
გ.ბ) პიკური ფაქტობრივი საათური და დღიური დატვირთვა;
გ.გ) საშუალო ფაქტობრივი საათური და დღიური დატვირთვა;
გ.დ) პიკური საშუალო თვიური დატვირთვა;
გ.ე) მაქსიმალური დასაშვები მუშა წნევა;
გ.ვ) საშუალო ფაქტობრივი მუშა წნევა;
დ) მომსახურე პერსონალის შესახებ რაოდენობრივი ინფორმაცია:
დ.ა) ადმინისტრაცია;
დ.ბ) ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციის მიხედვით (უმაღლესი, პროფესიული, სერტიფიცირებული);
დ.გ) საანგარიშო წლის განმავლობაში გადამზადებული სპეციალისტების რაოდენობა;
დ.დ) საანგარიშო წლის განმავლობაში აყვანილი ახალი პერსონალის რაოდენობა;
დ.ე) საანგარიშო წლის განმავლობაში თანამდებობიდან გათავისუფლებული პერსონალის რაოდენობა;
დ.ვ) კადრების დენადობა (%).
ე) საანგარიშო წლის განმავლობაში გადამცემ ქსელთან მიერთების განაცხადების შესახებ რაოდენობრივი ინფორმაცია (მიღებული, განხილვის პროცესში, დამტკიცებული განაცხადი, რომლის საფუძველზეც გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულება გაფორმდა);
ვ) საანგარიშო წლისთვის გადამცემი სისტემის შესახებ ინფორმაცია:
ვ.ა) შემოწმებული სისტემის სიგრძე, მიღებისა და მიწოდების პუნქტების რადოენობა;
ვ.ბ) ავარიების და გაჟონვების რაოდენობა, მათ შორის აღმოფხვრილი ავარიებისა და გაჟონვების რაოდენობა;
ვ.გ) ავარიების აღმოფხვრის საშუალო დრო;
ზ) საანგარიშო წლისთვის ოდორიზაციის კვანძების მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია;
ზ.ა) ოდორიზაციის კვანძების რაოდენობა;
ზ.ბ) არაოდორიზებული გაზის მიწოდების შემთხვევების რაოდენობა;
ზ.გ) არაოდორიზებული გაზის მიწოდების ჯამური ხანგრძლივობა;
ზ.დ) მიწოდებული არაოდორიზებული გაზის ჯამური ოდენობა;
თ) საანგარიშო წლისთვის გადაცემის სისტემის მომსახურებასთან დაკავშირებული წყვეტების შესახებ ინფორმაცია:
თ.ა) წყვეტების/შეზღუდვების რაოდენობა;
თ.ბ) წყვეტის საშუალო ხანგრძლივობა ერთ მიწოდების პუნქტზე (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი);
თ.გ) წყვეტების საშუალო სიხშირე ერთ მიწოდების პუნქტზე (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი);
თ.დ) იმ მიწოდების პუნქტების რაოდენობა, რომელთაც გეგმური სამუშაოების ვადების თაობაზე ეცნობათ კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების შესაბამისად (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი);
თ.ე) იმ მიწოდების პუნქტების რაოდენობა, რომელთაც გეგმური სამუშაოების ვადების თაობაზე არ ეცნობათ კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების შესაბამისად (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი);
თ.ვ) მიმწოდებლის მოთხოვნის შედეგად გათიშული მიწოდების პუნქტების რაოდენობა (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი);
ი) საანგარიშო წლისთვის გადაცემის მომსახურებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია:
ი.ა) მომსახურების მიმღების დასახელება;
ი.ბ) ხელშეკრულების თარიღი და ნომერი;
ი.გ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ი.დ) ტრანსპორტირებული გაზის ოდენობა (ხელშეკრულებით, ფაქტობრივი);
კ) დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით);
ლ) განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირ დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით):
ლ.ა) ქსელური ინვესტიციები;
ლ.ბ) გადამცემ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთებები;
ლ.გ) გადამცემ ქსელთან მიერთების სიმძლავრის გაზრდის შესახებ ინფორმაცია;
მ) ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზისა და შესაბამისი შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა და გადაცემის საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავლის მომდევნო წლის პროგნოზი (დღგ-ის გარეშე, ლარი).
3. ბუნებრივი გაზის გადაცემის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;
ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.
4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“-„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ საანგარიშო წლის მეოთხე კვარტლის შესაბამისი კვარტალური ანგარიშგებისას, ხოლო „მ“ პუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ მეორე კვარტლის ანგარიშგებისა