1. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) შესყიდული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ), სახელშეკრულებო ფასი (აშშ დოლარი/1000 კუბ.მ), მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/ კუბ.მ) და ბუნებრივი გაზის წმინდა ღირებულება დღგ-ის გარეშე (ლარი/კუბ.მ) წყაროებისა და ხელშეკრულებების მიხედვით;
ბ) აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა, სისტემის ოპერატორებისა და მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით;
გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების რაოდენობა, მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ) და მიწოდებული ბუნებრივი გაზის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/კუბ.მ) ეკონომიკური სექტორების მიხედვით;
დ) საბოლოო მომხმარებლების რაოდენობა, მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ), მიწოდებული ბუნებრივი გაზის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/კუბ.მ), მომხმარებელთა კატეგორიებისა და მოხმარების ზღვრების მიხედვით;
ე) დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევების რაოდენობა და თანხა;
ვ) მისაწოდებელი ბუნებრივი გაზისა და შესაბამისი შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა და მიწოდების საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავლის მომდევნო წლის პროგნოზი (დღგ-ის გარეშე, ლარი).
2. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;
ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება (6 თვის ჯამური მონაცემები) საანგარიშო წლის მე-6 და მე-12 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ სააგნარიშო წლის მე-6 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისა