1. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ელექტროსადგურების მიხედვით;
ბ) განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდამჭერის სქემის მონაწილე მწარმოებლები და მათი ტექნიკური და ფინანსური მახასიათებლები.
2. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) შესაბამის ბაზრებზე შესაბამისი ბაზრის მონაწილეების სახელით განთავსებული განაცხადები ან/და სატენდერო წინადადებები;
ბ) შესაბამის ბაზრებზე ვაჭრობის შედეგები შესაბამისი ბაზრის თითოეულ მონაწილის მიხედვით.
3. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;
ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.
ბუნებრვი გაზის სექტორში საქმიანობის ანგარიშგების ფორმე