1. წყალმომარაგების საქმიანობის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) სასმელი წყლის მოპოვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია:

ა.ა) სათავე ნაგებობები, მათი ტიპი და ტექნიკური მახასიათებლები;

ა.ბ) შესყიდული და მოპოვებული წყლის მოცულობები;

ა.გ) მოხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ოდენობა;

ბ) მომხმარებელთან დაკავშირებული ინფორმაცია:

ბ.ა) მომხმარებლების რაოდენობა;

ბ.ბ) მოხმარებული წყლის მოცულობა მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით;

ბ.გ) საწარმოს მიერ მომხმარებლებზე დარიცხული და ამოღებული თანხის ოდენობა;

გ) უმრიცხველო მომხმარებლების გამრიცხველიანებასა და არსებული მრიცხველების ახლით შეცვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია:

გ.ა) მრიცხველის მოწყობის მიზანი;

გ.ბ) მომხმარებლის კატეგორია;

გ.გ) მრიცხველის დიამეტრი;

გ.დ) მისაღები და ფაქტობრივად მიღებული თანხა, ფაქტობრივად გაწეული დანახარჯები;

დ) მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენასთან დაკავშირებული ინფორმაცია:

დ.ა) მომხმარებლის კატეგორია;

დ.ბ) ობიექტის ტიპი;

დ.გ) შეწყვეტილი მომსახურების სახე (სასმელი წყალი/ელექტროენერგია;

დ.დ) დარიცხული შეწყვეტა/აღდგენის საფასური;

დ.ე) რეგულირებული საქმიანობიდან დარიცხული სხვა შემოსავლები.

2. წყალმომარაგების საქმიანობის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს:

ა) შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ბ) სასმელი წყლის გამწმენდ ნაგებობებთან დაკავშირებული ინფორმაცია:

ბ.ა) ნაგებობის ტიპი/სახეობა;

ბ.ბ) მდებარეობა;

ბ.გ) ტექნიკური მახასიათებლები;

ბ.დ) წყლის მოცულობები;

ბ.ე) მოხმარებული რეაგენტები;

ბ.ვ) მოხმარებული ელექტროენერგია;

გ) საქლორატოროებთან დაკავშირებული ინფორმაცია:

გ.ა) ნაგებობის ტიპი/სახეობა;

გ.ბ) მდებარეობა;

გ.გ) წყლის მოცულობა;

გ.დ) მოხმარებული რეაგენტები;

დ) რეზერვუარებთან დაკავშირებული ინფორმაცია:

დ.ა) წყლის მოცულობები;

დ.ბ) სველი პერიმეტრის ფართი;

ე) სასმელი წყლის განაწილების ქსელთან დაკავშირებული ინფორმაცია:

ე.ა) წყლის მოცულობა;

ე.ბ) ჭების რაოდენობა;

ე.გ) დაზიანებების რაოდენობა;

ე.დ) დაზიანებების აღდგენასთან დაკავშირებული დანახარჯები;

ე.ე) მილსადენის სიგრძე;

ე.ვ) საშუალო დაწნევა;

ე.ზ) განშტოებების რაოდენობა და სიგრძე;

ვ) სასმელი წყლის მაგისტრალურ ქსელთან დაკავშირებული ინფორმაცია:

ვ.ა) წყლის მოცულობები;

ვ.ბ) ჭების რაოდენობა;

ვ.გ) დაზიანებების რაოდენობა;

ვ.დ) დაზიანებების აღდგენასთან დაკავშირებული დანახარჯები;

ვ.ე) მილსადენის სიგრძე;

ვ.ვ) საშუალო დაწნევა;

ვ.ზ) განშტოებების რაოდენობა და სიგრძე;

ზ) საბალანსო მრიცხველებთან დაკავშირებული ინფორმაცია:

ზ.ა) მრიცხველების მდებარეობა და მახასიათებლები;

ზ.ბ) საბალანსო მრიცხველების ქვეშ არსებული მომხმარებლები;

თ) სახანძრო ჰიდრანტებთან დაკავშირებული ინფორმაცია:

თ.ა) ჰიდრანტების რაოდენობა;

თ.ბ) წყლის მოცულობები;

თ.გ) ხანძარქრობის ჯამური დრო;

ი) სასმელი წყლის სატუმბ სადგურებთან დაკავშირებული ინფორმაცია:

ი.ა) კატეგორია;

ი.ბ) რაოდენობა;

ი.გ) ტექნიკური მახასიათებლები;

ი.დ) გადატუმბული წყლის მოცულობა;

ი.ე) ნამუშევარი დრო (საათი);

ი.ვ) დაზიანებების რაოდენობა;

ი.ზ) მოხმარებული ელექტროენერგია;

კ) წყალმომარაგების სისტემასთან ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (0-დან-100-მდე მეტრი და 100-დან-200-მდე მეტრის რადიუსების მიხედვით;

კ.ა) მოთხოვნილი მომსახურება (სასმელი წყალი/წყალარინება) და დიამეტრი;

კ.ბ) მისაღები შემოსავალი და მომხმარებლისთვის გადახდილი კომპენსაცია;

კ.გ) გაწეული ფაქტობრივი დანახარჯი;

კ.დ) შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

ლ) სიმძლავრის გაზრდასთან დაკავშირებული ინფორმაცია (0-დან-100-მდე მეტრი და 100-დან-200-მდე მეტრის რადიუსების მიხედვით):

ლ.ა) მოთხოვნილი მომსახურება (სასმელი წყალი/წყალარინება) და დიამეტრი;

ლ.ბ) მისაღები შემოსავალი და მომხმარებლისთვის გადახდილი კომპენსაცია;

ლ.გ) გაწეული ფაქტობრივი დანახარჯი;

ლ.დ) შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

მ) წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების ტექნიკურ პირობასთან დაკავშირებული ინფორმაცია:

მ.ა) განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია;

მ.ბ) მოთხოვნილი მომსახურება (სასმელი წყალი/წყალარინება);

მ.გ) დოკუმენტაცია შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით;

ნ) მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობასთან, აღრიცხვის კვანძის მოწყობასა და შეჭრის საფასურთან დაკავშირებული ინფორმაცია:

ნ.ა) მოთხოვნილი მილის დიამეტრი;

ნ.ბ) მოწყობილი მრიცხველის დიამეტრი და რაოდენობა;

ნ.გ) საწარმოს მიერ მისაღები და ფაქტობრივად მიღებული შემოსავლები;

ნ.დ) ფაქტობრივად გაწეული დანახარჯები;

ო) დასრულებულ ინვესტიციებთან დაკავშირებული ინფორმაცია:

ო.ა) დასრულებული საინვესტიციო პროექტის კოდი;

ო.ბ) საკვანძო მაჩვენებლის დასახელება;

ო.გ) საინვესტიციო პროექტის შემსრულებელი და ზედამხედველი;

ო.დ) საინვესტიციო პროექტის ღირებულება;

ო.ე) საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

პ) დაგეგმილ ინვესტიციებთან დაკავშირებული ინფორმაცია:

პ.ა) დაგეგმილი საინვესტიციო პროექტის კოდი;

პ.ბ) საკვანძო მაჩვენებლის დასახელება;

პ.გ) საინვესტიციო პროექტის შემსრულებელი;

პ.დ) საინვესტიციო პროექტის ღირებულება;

პ.ე) საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

ჟ) წყალარინების გამწმენდ ნაგებობებთან დაკავშირებული ინფორმაცია:

ჟ.ა) ნაგებობის ტიპი/სახეობა;

ჟ.ბ) მდებარეობა;

ჟ.გ) ტექნიკური მახასიათებლები;

ჟ.დ) წყლის მოცულობები;

ჟ.ე) მოხმარებული რეაგენტები;

ჟ.ვ) მოხმარებული ელექტროენერგია;

რ) წყალარინების სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაცია:

რ.ა) ჭების რაოდენობა;

რ.ბ) დაზიანებების რაოდენობა;

რ.გ) დაზიანებების აღდგენასთან დაკავშირებული დანახარჯები;

რ.დ) ქსელი სიგრძე;

რ.ე) განშტოებების რაოდენობა;

ს) წყალარინების სატუმბ სადგურებთან დაკავშირებული ინფორმაცია:

ს.ა) ტექნიკური მახასიათებლები;

ს.ბ) გადატუმბული სითხის მოცულობა;

ს.გ) ნამუშევარი დრო (საათი);

ს.დ) მოხმარებული ელექტროენერგია;

3. წყალმომარაგების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) კომერციული საქმიანობის ანგარიშგების ფორმა - მესამე პირების მიერ გაწეული გატარების მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ბ) მომსახურების ხარისხის წლიური ანგარიშგების ფორმა - საწარმოში შესულ ზარებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

გ) წლიური ტექნიკური ანგარიშგების ფორმა:

გ.ა) სასმელი წყლისა და წყალარინების ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაცია;

გ.ბ) მომსახურე პერსონალთან დაკავშირებული ინფორმაცია;

გ.გ) წყალმომარაგების სისტემაზე განხორციელებულ ინსპექტირებებთან დაკავშირებულ ინფორმაცია;

დ) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ე) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზ