1. ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემის ოპერატორის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ქსელში მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიღების წერტილების მიხედვით;

ბ) განაწილებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიმწოდებლებისა და მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით;

გ) გადადინებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მოსაზღვრე განაწილების სისტემის ოპერატორების მიხედვით;

დ) ბუნებრივი გაზის დანაკარგების ოდენობა;

ე) განაწილებული ბუნებრივი გაზის და შესაბამისი აქტიური მომხმარებლების რაოდენობა რეგიონების, დასახლებებისა და მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით;

ვ) არააქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით.

2. ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემის ოპერატორის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს:

ა) განაწილებული ბუნებრივი გაზის და შესაბამისი მომხმარებლების რაოდენობა მიერთების სიმძლავრეების მიხედვით;

ბ) ახალი მომხმარებლების რაოდენობა მომხმარებელთა კატეგორიებისა და მიერთების სიმძლავრეების მიხედვით;

გ) სხვა განაწილების სისტემის ოპერატორის შერწყმის/მისი აქტივების შეძენის შედეგად გაზრდილი მომხმარებლების რაოდენობა მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით;

დ) გამანაწილებელი ქსელის სიგრძე:

დ.ა) მილსადენის წნევების საფეხურების მიხედვით;

დ.ბ) მილსადენის მიწის მიმართ განლაგების მიხედვით;

დ.გ) მილსადენის მასალის მიხედვით;

ე) გაზის მარეგულირებელი პუნქტების/დანადგარების რაოდენობა;

ვ) მესამე პირების რაოდენობა, რომელთა ქსელსაც იყენებს განაწილების სისტემის ოპერატორი და უწევს ექსპლუატაციას;

ზ) მომხმარებელთან დამონტაჟებული აღრიცხვის კვანძების რაოდენობა:

ზ.ა) წნევის და ტემპერატურის ელექტრონული კორექციით;

ზ.ბ) ტემპერატურის მექანიკური კორექციით;

ზ.გ) კორექციის გარეშე;

თ) უბედური შემთხვევების რაოდენობა, მათ შორის ლეტალური შედეგით დასრულებული შემთხვევების რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით;

ი) უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ პირთა რაოდენობა;

კ) განაწილებული ბუნებრივი გაზისა და შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით, ქსელთან მიერთებისა და სიმძლავრის გაზრდის საქმიანობებიდან მისაღები შემოსავლისა (დღგ-ის გარეშე, ლარი) და ასევე განაწილების საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავალის მომდევნო წლის პროგნოზი (დღგ-ის გარეშე, ლარი).

3. ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს:

ა) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელსა და მარეგულირებელ პუნქტებში/დანადგარებში განხორციელებული ცვლილებები:

ა.ა) ახალი აქტივები;

ა.ბ) ექსპლუატაციიდან გასული აქტივები;

ა.გ) შეკეთებული აქტივები;

ა.დ) უმოქმედო აქტივები;

ბ) შემოწმებული ქსელის სიგრძე;

გ) დარღვევების/გაჟონვების რაოდენობა;

დ) ავარიების რაოდენობა;

ე) შემოწმებული მრიცხველების რაოდენობები;

ვ) შეცვლილი მრიცხველების რაოდენობები;

ზ) მომხმარებელზე მრიცხველის საფასურის დარიცხვის შემთხვევების რაოდენობა;

თ) ბუნებრივი გაზის დატაცების ფაქტებისა და შესაბამისად დარიცხული თანხის ოდენობები;

ი) დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით);

კ) განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით):

კ.ა) ქსელური ინვესტიცები;

კ.ბ) გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთებები;

კ.გ) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სიმძლავრის გაზრდის შესახებ ინფორმაცია.

4. ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემის ოპერატორის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.

5.  ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ მეორე და მეოთხე კვარტლის ანგარიშგებისას ექვსი თვის ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობით, ხოლო „კ“ პუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ მეორე კვარტლის ანგარიშგებისას.

თავი V

წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის ანგარიშგების ფორმე