1. წესების შესაბამისად, ელექტროენერგიის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურება, მიმწოდებლის ქსელთან დაშვებისა და მიწოდების საქმიანობის განხორციელების მიზნით, შეიძლება შესრულდეს განაწილების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების საფუძველზე. ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ამტკიცებს კომისია.

2. მიმწოდებელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, დადოს სათანადო ხელშეკრულებები ყველა სისტემის ოპერატორთან, შესაბამის სალიცენზიო არეალებში არსებული მომხმარებლებისათვის მიწოდების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის შესასრულებლად სისტემის ოპერატორს უნდა გაუგზავნოს, გამანაწილებელ ქსელში  მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინება და მოითხოვოს განაწილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიით მომარაგების მოთხოვნამდე ან მიაწოდოს აღნიშნული შეტყობინება მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების მოთხოვნასთან ერთად.

3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გააფორმოს მიმწოდებელთან განაწილების  მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს, სანამ მხარეების მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება. გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმწოდებლის განაცხადი არასრულყოფილია (არ შეესაბამება ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს). სისტემის ოპერატორი ვალდებულია სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს განაცხადის ხარვეზის შესახებ. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ახალი განაცხადით მიმართოს სისტემის ოპერატორს.

4. გამანაწილებელ ქსელში მიწოდების საქმიანობის შეტყობინება, ქსელში დაშვებისა და მიწოდების საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნასთან ერთად უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტებს;

ბ) გამანაწილებელ ქსელში მიწოდების საქმიანობის დაწყების სავარაუდო თარიღსა და ინფორმაციას ქსელში მისაწოდებელი ელექტროენერგიის საპროგნოზო მოცულობების შესახებ;

გ) სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის გადახდის მეთოდის შესახებ (ამ წესების 41-ე მუხლის შესაბამისად, გადასახდელი თანხის გადანაწილების ან დეპოზიტით უზრუნველყოფის პირობის შესახებ).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მიმწოდებელსა და მომხმარებლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებასა და მომხმარებლის (მომხმარებლების) ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრესა და მოცულობებზე. აღნიშნული მონაცემების ცვლილება არ საჭიროებს გამანაწილებელი ქსელში მიწოდების საქმიანობის შეტყობინების ან განაწილების მომსახურების ხელშეკრულებაში ასახული მონაცემების ცვლილებას. – აღნიშნული ინფორმაციის განახლება ხდება სისტემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე.

6. გამანაწილებელ ქსელში მიწოდების საქმიანობის შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ, მიუხედავად იმისა გაფორმდება თუ არა ცალკე განაწილების ხელშეკრულება, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილ შეტყობინებაში მოცემული პირობების საფუძველზე, განახორციელოს ელექტროენერგიის განაწილება და იმოქმედოს განაცხადში მოცემული მოთხოვნებისა და წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით. სისტემის ოპერატორის მიერ, ამ მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, გამანაწილებელ ქსელში  მიწოდების საქმიანობის შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ, ამ შეტყობინების გამგზავნი მიმწოდებელი ითვლება, განაწილების მომსახურების ხელშეკრულებაზე სტანდარტულ პირობებზე მიერთებულად და უფლებამოსილია სისტემის ოპერატორისგან მოითხოვოს ამ სამართალურთიერთობის წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) დადასტურება.

7. სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს უარი უთხრას შესაბამის დაინტერესებულ პირს მის მფლობელობაში არსებულ ქსელთან დაშვებასა და განაწილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი უკავშირდება სისტემით სარგებლობის საფასურის გადაუხდელ თანხას.

8. სისტემის ოპერატორს ელექტროენერგიის განაწილების საფასური აუნაზღაურდება მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვი