1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება მსხვილ მომხმარებელზე, მიუხედავად იმისა ვაჭრობს თუ არა ეს  მომხმარებელი ორგანიზებულ ბაზარზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სისტემის ოპერატორის მიერ მსხვილი მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება შეიძლება განხორციელდეს ბაზრის ოპერატორის ელექტროენერგიის ბაზრის წესებით გათვალისწინებული სათანადო შეტყობინების საფუძველზე.

3. თუ მსხვილმა მომხმარებელმა განაცხადა ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ, აღნიშნული უნდა შესრულდეს სისტემის ოპერატორის მიერ, ბაზრის ოპერატორისგან შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე. ასეთ შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია აღნიშნული შეტყობინების მიღებისთანავე (თუ აღნიშნული შეტყობინება ორგანიზებულ ბაზარზე გადასვლის სხვა თარიღს ითვალისწინებს – გადასვლის დღეს), აიღოს მრიცხველის ჩვენება და დაფიქსირებული ჩვენება, ამ აღრიცხვის კვანძის სხვა მონაცემებთან ერთად გაუგზავნოს ბაზრის ოპერატორს, გადაცემის სისტემის ოპერატორს, დღით ადრე ბაზრის ოპერატორს და აღნიშნულ მომხმარებელს.

4. მსხვილი მომხმარებლის მიერ ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის  შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგების და მომსახურების შეწყვეტის პირობები და პროცედურები რეგულირდება შესაბამისი ელექტროენერგიის ბაზრის წესებითა და განაწილების ხელშეკრულებით.

5. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია,  მსხვილი მომხმარებლის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება, თუ სისტემის ოპერატორის მიერ დაცულია ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას, ელექტროენერგიის ბაზრის წესებითა და განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადაუხდელობაზე, ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტის პირობები და პროცედურებ