1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის კონკურენტული გარემო. შესაბამისად, იგი პასუხისმგებელია ყველა მიმწოდებლებისათვის მომხმარებლებზე ელექტროენერგიის მიწოდებისათვის შეუფერხებელი და მიმზიდველი გარემოს შექმნასა და უზრუნველყოფაზე.

2. დაუშვებელია ელექტროენერგიის მიმწოდებლების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის სათანადო პირობების შექმნა და მიმწოდებლის მითითების შესრულება ელექტროენერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისა