თავი XVIII — გამანაწილებელი სისტემის ოპერირება და მართვა
1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას. აღნიშნული მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელებული გაანგარიშების შედეგად. ამასთანავე, კომისია უფლებამოსილია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წასახალისებლად ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტების/სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის განსხვავებული პირობები დაადგინოს.
2. მწარმოებლის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან მომხმარებლის ქსელის ან მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში არსებული აღრიცხვის მოწყობილობები, დამხმარე დანადგარების ჩათვლით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებაა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია აღნიშნული აღრიცხვის მოწყობილობების მოვლა-პატრონობისა და შემოწმებისთვის.
3. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მწარმოებელი და მომხმარებელი, რომლებსაც აღრიცხვის მოწყობილობა საკუთრებაში ჰქონდათ ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებული არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღრიცხვის მოწყობილობები მფლობელობაში გადასცენ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს. ამასთანავე, მათ აღრიცხვის მოწყობილობის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქციონირებული ჩარევისგან და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის მოწყობილობასთან.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 80. გამანაწილებელ ქსელთან მიერთება 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს გამანაწილებელ ქსელთან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას. აღნიშნული მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ დამტკიღცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელებული გაანგარიშების შედეგად. ამასთანავე, კომისია უფლებამოსილია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წასახალისებლად კომისია უფლებამოსილია ელექტროენეტრგიაზე მომუშავე ავტონსპომიურტი გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტების/სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის დაადგინოს განსხვავებული პირობები დაადგინოს. 2. მწარმოებლის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან მომხმარებლის ქსელის ან მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში არსებული აღრიცხვის მოწყობილობები, დამხმარე დანადგარების ჩათვლით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებაა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია აღნიშნული აღრიცხვის მოწყობილობების მოვლა-პატრონობისა და შემოწმებისთვის. 3. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მწარმოებელი და მომხმარებელი, რომლებსაც აღრიცხვის მოწყობილობა საკუთრებაში ჰქონდათ ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებული არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღრიცხვის მოწყობილობები მფლობელობაში გადასცენ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს. ამასთანავე, მათ აღრიცხვის მოწყობილობის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქციონირებული ჩარევისგან და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის მოწყობილობასთან.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 24. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების დანიშვნა— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა 2009/72/EC
ელექტროენერგიის შიდა ბაზრის რეგულირების საერთო წესების შესახებ, რომელიც აუქმებს დირექტივას 2003/54/EC
Law of Georgia „on Energy and Water Supply“, მუხლი 80, №5646-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747785/muxli-80/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია