მუხლი 78. გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვება
თავი XVIII — გამანაწილებელი სისტემის ოპერირება და მართვა
1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს გამანაწილებელ სისტემასთან სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. გამანაწილებელ სისტემასთან დაშვების საფასური ეფუძნება კომისიის მიერ შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით გაანგარიშებულ და დადგენილ ტარიფს.
2. დაუშვებელია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გამანაწილებელ სისტემასთან დაშვებასთან დაკავშირებით სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ.
3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენებით ან/და გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად.
4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ წარმოების ობიექტებს, რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენ, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2019).
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 78. გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვება 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს გამანაწილებელ სისტემასთან სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. გამანაწილებელ სისტემასთან დაშვების საფასური ეფუძნება კომისიის მიერ შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით გაანგარიშებულ და დადგენილ ტარიფს. 2. დაუშვებელია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გამანაწილებელ სისტემასთან დაშვებასთან დაკავშირებით სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ. 3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენებით ან/და გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად. 4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ წარმოების ობიექტებს, რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენ, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს .
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 24. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების დანიშვნა— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა 2009/72/EC
ელექტროენერგიის შიდა ბაზრის რეგულირების საერთო წესების შესახებ, რომელიც აუქმებს დირექტივას 2003/54/EC
მუხლი 28. დახურული გამანაწილებელი სისტემები— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა 2009/72/EC
ელექტროენერგიის შიდა ბაზრის რეგულირების საერთო წესების შესახებ, რომელიც აუქმებს დირექტივას 2003/54/EC
Law of Georgia „on Energy and Water Supply“, მუხლი 78, №5646-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747785/muxli-78/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია