1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია სისტემის გრძელვადიან შესაძლებლობაზე, გარემოს დაცვისა და ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, თავის ტერიტორიაზე, უზრუნველყოს ელექტროენერგიის განაწილებისა და ეკონომიკური პირობების ფარგლებში, უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის მუშაობა ტექნიკური უზრუნველყოფისა და განვითარების გონივრული მოთხოვნის შესაბამისად.
2. ნებისმიერ შემთხვევაში გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა არ უნდა მოახდინოს დისკრიმინაცია სისტემის მომხმარებლებსა და სისტემის მომხმარებლების კატეგორიებს შორის, განსაკუთრებით მასთან დაკავშირებული საწარმოების სასარგებლოდ.
3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა სისტემის მომხმარებლებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ სისტემაზე ეფექტიანი წვდომისათვის, მათ შორის სისტემით სარგებლობისათვის.
4. გენერაციის დანადგარების დისპეტჩირებისას წევრმა სახელმწიფომ შეიძლება მოსთხოვოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, რომ უპირატესობა მიანიჭოს იმ გენერაციის დანადგარებს, რომლებიც იყენებენ განახლებადი ენერგიის წყაროს ან ნარჩენებს, ან აწარმოებენ კომბინირებულ სითბოს და ელექტროენერგიას.
5. თითოეულმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, თუ მას გააჩნია ასეთი ფუნქცია, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების საფუძველზე უნდა შეისყიდოს ენერგია, რომელსაც ის იყენებს ენერგიის დანაკარგების ასანაზღაურებლად და თავის სისტემაში გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველსაყოფად. ეს მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს 2002 წლის 1 იანვრამდე გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის გამოყენებას.
6. თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია გამანაწილებელი სისტემის დაბალანსებაზე, ამ მიზნით მის მიერ მიღებული წესები უნდა იყოს ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული, მათ შორის ენერგიის დისბალანსისთვის მათი ქსელების სისტემის მომხმარებლებისთვის გადასახადების დაკისრების წესები. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ მომსახურების გაწევის პირობები, მათ შორის წესები და ტარიფები უნდა დადგინდეს 37(6)-ე მუხლის შესაბამისად არადისკრიმინაციული და ხარჯების ამსახველი ფორმით, და უნდა გამოქვეყნდეს.
7. გამანაწილებელი ქსელის განვითარების დაგეგმვისას, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა გაითვალისწინოს ენერგოეფექტური/ენერგიის მოხმარების მართვის ღონისძიებები ან განაწილებული გენერაცია, რომელიც ჩაანაცვლებს ელექტროენერგიის სიმძლავრის განახლების ან ჩანაცვლების საჭიროება