1. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშავოს და გამოაქვეყნოს ახალი ელექტროსადგურის გადამცემ სისტემაზე არადისკრიმინაციული მიერთების გამჭვირვალე და ეფექტური პროცედურები. ეს პროცედურები საჭიროებს დამტკიცებას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, უარი თქვას ახალი ელექტროსადგურის მიერთებაზე ქსელის არსებული სიმძლავრის შესაძლო მომავალი შეზღუდვის საფუძველზე, როგორიცაა გადატვირთვა გადამცემი სისტემის მოშორებულ ნაწილებში. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორს არ უნდა ჰქონდეს უფლება, უარი თქვას ახალ მიერთების პუნქტზე იმ მიზეზით რომ ეს გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია სისტემის ელემენტების სიმძლავრის შესაბამის ზრდასთან მიერთების პუნქტის მიახლოებულ ფარგლებში.

თავი VI

გამანაწილებელი სისტემის მუშაო