1. გადამცემი სისტემის ოპერატორები აღჭურვილი უნდა იყვნენ ამ დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური, ტექნიკური, ფიზიკური და ფინანსური რესურსებით, კერძოდ კი:
(a) გადამცემი სისტემის ოპერატორი უნდა ფლობდეს ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობისთვის, მათ შორის გადამცემი სისტემისთვის საჭირო აქტივებს;
(b) გადამცემი სისტემის ოპერატორს დასაქმებული უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც საჭიროა ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობისთვის, მათ შორის ყველა კორპორატიული დავალების შესასრულებლად;
(c) აკრძალული უნდა იყოს პერსონალის დაქირავება და მომსახურების გაწევა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს რომელიმე ნაწილისთვის ან ამ საწარმოს ნაწილის მიერ. თუმცა, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა გაუწიოს მომსახურება ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს, თუ:
(i) ასეთი მომსახურების გაწევა არ ახდენს სისტემის მომხმარებელთა დისკრიმინაციას, ხელმისაწვდომია სისტემის ყველა მომხმარებლისთვის თანაბარი პირობებით და არ ზღუდავს, არ აფერხებს და ხელს არ უშლის კონკურენციას გენერაციაში ან მიწოდებაში; და
(ii) ამ მომსახურებათა გაწევის პირობები დამტკიცებულია მარეგულირებელი ორგანოს მიერ.
(d) მე-20 მუხლით გათვალისწინებული სამეთვალყურეო ორგანოს გადაწყვეტილების შეუზღუდავად, სამომავლო საინვესტიციო პროექტებისთვის და/ან არსებული აქტივების შესაცვლელად საჭირო შესაბამისი ფინანსური რესურსები ვერტიკალურად ინტეგრირებულმა საწარმომ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის, ამ უკანასკნელის შესაბამისი თხოვნიდან გონივრულ ვადაში.
2. ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობა მე-12 მუხლში ჩამოთვლილი ვალდებულებების გარდა ასევე უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს:
(a) გადამცემი სისტემის ოპერატორის წარმომადგენლობას და მესამე პირებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობას;
(b) გადამცემი სისტემის ოპერატორის წარმომადგენლობას „ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ოპერატორების ევროპულ ქსელში“ (ENTSO- E);
(c) სისტემის მომხმარებლებს ან სისტემის მომხმარებელთა კატეგორიებს შორის მესამე მხარისთვის დაშვების უფლების მინიჭებას და ამ უფლების მართვას არადისკრიმინაციულ საფუძველზე;
(d) გადამცემ სისტემასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის, მათ შორის დაშვების გადასახადის, დამატებითი მომსახურებების დამაბალანსებელი გადასახადის, როგორიცაა მომსახურების შეძენის გადასახადი (დაბალანსების ღირებულება, დანაკარგების ენერგია), აკრეფას;
(e) უსაფრთხო, ეფექტური და რენტაბელური გადამცემი სისტემის მუშაობას, შენახვასა და განვითარებას;
(f) საინვესტიციო დაგეგმვას, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის მიერ გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილების გრძელვადიან შესაძლებლობას და მიწოდების უსაფრთხოებას;
(g) შესაბამისი ერთობლივი ვენჩერული საზოგადოებების დაფუძნებას, მათ შორის ერთი ან მეტი გადამცემი სისტემის ოპერატორის, ენერგიის გაცვლისა და სხვა შესაბამისი მონაწილეების შემადგენლობით, რომლებიც ასრულებენ რეგიონალური ბაზრის შექმნის განვითარების ან ლიბერალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნებს;
(h) ყველა კორპორატიულ მომსახურებას, იურიდიული, საბუღალტრო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ჩათვლით.
3. გადამცემი სისტემის ოპერატორები უნდა ჩამოყალიბდნენ საბჭოს დირექტივის 68/151/EEC19 პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით.
4. გადამცემი სისტემის ოპერატორი თავისი კორპორატიული საიდენტიფიკაციო ნიშნებით, კომუნიკაციით, ბრენდირებითა და ობიექტებით არ უნდა იწვევდეს გაურკვევლობას ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან მისი რომელიმე სტრუქტურული ერთეულის განცალკევებული საიდენტიფიკაციო ნიშნებიდან გამომდინარე.
5. გადამცემი სისტემის ოპერატორს არ უნდა ჰქონდეს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს რომელიმე სტრუქტურულ ერთეულთან საერთო საინფორმაციო სისტემები ან მოწყობილობა-დანადგარები, ფიზიკური ობიექტები და უსაფრთხო დაშვების სისტემები, და ასევე არ უნდა იყენებდეს იგივე კონსულტანტებს ან გარე კონტრაქტორებს საინფორმაციო სისტემებისა და მოწყობილობა-დანადგარებისთვის და უსაფრთხო დაშვების სისტემებისთვის.
6. გადამცემი სისტემის ოპერატორის ანგარიშების აუდიტი უნდა განახორციელოს სხვა აუდიტორმა, გარდა იმ აუდიტორისა, რომელიც ატარებს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან მისი რომელიმე სტრუქტურული ერთეულის აუდიტ