1. მე-20 მუხლით გათვალისწინებული სამეთვალყურეო ორგანოს გადაწყვეტილებების შეუზღუდავად გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს:

(a) ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსგან დამოუკიდებლად ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უფლებები გადამცემი სისტემის მუშაობისთვის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და განვითარებისთვის საჭირო აქტივებთან მიმართებაში; და

(b) სასესხო კაპიტალის ბაზარზე ფულადი სახსრების მოძიების უფლებამოსილება, განსაკუთრებით, სესხის აღებისა და კაპიტალის გაზრდის მეშვეობით.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი მუდმივად უნდა მოქმედებდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს გადაცემის საქმიანობის სათანადოდ და ეფექტიანად განხორციელებისთვის და ეფექტური, უსაფრთხო და რენტაბელური გადამცემი სისტემის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის საჭირო რესურსების ქონა.

3. გენერაციის ან მიწოდების ფუნქციის განმახორციელებელი ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს შვილობილი კომპანიები არ უნდა იყვნენ გადამცემი სისტემის ოპერატორების პირდაპირი ან არაპირდაპირი აქციონერები. გადამცემი სისტემის ოპერატორი არ უნდა იყოს გენერაციის ან მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელი ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს რომელიმე შვილობილი კომპანიის პირდაპირი ან არაპირდაპირი აქციონერი და არ უნდა იღებდეს დივიდენდს ან სხვა ფინანსურ სარგებელს ამ შვილობილი კომპანიიდან.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორის მმართველობის მთლიანი სტრუქტურა და კორპორატიული წესდებები უნდა უზრუნველყოფდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ეფექტურ დამოუკიდებლობას ამ თავის მოთხოვნათა დაცვით. ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო არ უნდა განსაზღვრავდეს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, გადამცემი სისტემის ოპერატორის კონკურენტულ ქცევას გადამცემი სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობასა და ქსელის მართვასთან დაკავშირებით, ან 22-ე მუხლის შესაბამისად შემუშავებული ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის მომზადებისთვის აუცილებელ საქმიანობასთან მიმართებაში.

5. ამ დირექტივის მე-12 და მე-17(2) მუხლებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების და რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-14, მე-15 და მე-16 მუხლების მოთხოვნათა დაცვის დროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა არ უნდა განახორციელოს დისკრიმინაცია სხვადასხვა პირებისა ან დაწესებულებების მიმართ და არ უნდა შეზღუდოს, მიაყენოს ზიანი ან ხელი შეუშალოს კონკურენციას გენერაციასა ან მიწოდებაში.

6. ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ნებისმიერი კომერციული და ფინანსური ურთიერთობა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოზე გაცემული სესხების ჩათვლით, უნდა აკმაყოფილებდეს ბაზრის პირობებს. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა აწარმოოს აღნიშნული კომერციული და ფინანსური ურთიერთობების აღრიცხვა და მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი გახადოს ის მარეგულირებელი ორგანოსთვის.

7. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მარეგულირებელ ორგანოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსთან გაფორმებული ყველა კომერციული და ფინანსური შეთანხმება.

8. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მე-17(1) მუხლის (d) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია სამომავლო საინვესტიციო პროექტებისთვის და/ან არსებული აქტივების შესაცვლელად.

9. ვერტიკალურად ინტეგრირებულმა საწარმომ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც ხელს უშლის ან ზღუდავს გადამცემი სისტემის ოპერატორს ამ თავით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში, და არ უნდა დაავალდებულოს გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ ვალდებულებების შესრულების ნებართვა აიღოს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსგან.

10. საწარმო, რომლის მიერ ამ თავის მოთხოვნათა შესრულება დადასტურებულია მარეგულირებელი ორგანოს მიერ, უნდა დაამტკიცოს და დანიშნოს გადამცემი სისტემის ოპერატორად შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ. გამოყენებულ უნდა იქნეს ამ დირექტივის მე-10 მუხლითა და რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-3 მუხლით, ან ამ დირექტივის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიცირების პროცედურ