ყველა გადამცემი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია:

(a) უზრუნველყოს სისტემის მიერ ელექტროენერგიის გადაცემის გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების გრძელვადიანი შესაძლებლობა, უსაფრთხო, სანდო და ეფექტური გადამცემი სისტემების მუშაობა, ტექნიკური უზრუნველყოფა და განვითარება არსებულ ეკონომიკურ პირობებში, გარემოს დაცვის საკითხების შესაბამისად გათვალისწინებით;

(b) უზრუნველყოს ადეკვატური საშუალებების არსებობა მომსახურების ვალდებულებათა შესასრულებლად;

(c) შეიტანოს წვლილი მიწოდების უსაფრთხოებაში ადეკვატური გადაცემის სიმძლავრისა და სისტემის საიმედოობის საშუალებით;

(d) განახორციელოს სისტემაში ელექტროენერგიის ნაკადის მართვა სხვა ურთიერთდაკავშირებულ სისტემებთან ელექტროენერგიის გაცვლის გათვალისწინებით. ამ მიზნით, გადამცემი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია უზრუნველყოს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტური ელექტროენერგეტიკული სისტემის არსებობა და ამ კონტექსტში ყველა საჭირო დამხმარე მომსახურების, მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან გამომდინარე მომსახურების ხელმისაწვდომობა იმდენად, რამდენადაც ეს ხელმისაწვდომობა დამოუკიდებელია ნებისმიერი სხვა გადამცემი სისტემისგან, რომელთანაც ეს სისტემა არის ურთიერთდაკავშირებული;

(e) მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია მის სისტემასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა სისტემის ოპერატორს, ურთიერთდაკავშირებული სისტემის უსაფრთხო და ეფექტიანი მუშაობის, კოორდინირებული განვითარებისა და ფუნქციონალური თავსებადობის უზრუნველსაყოფად;

(f) უზრუნველყოს არადისკრიმინაციული მოპყრობა სისტემის მომხმარებლებსა და სისტემის მომხმარებლების კატეგორიებს შორის, განსაკუთრებით მასთან დაკავშირებული საწარმოების სასარგებლოდ;

(g) უზრუნველყოს ქსელზე ეფექტური დაშვებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება სისტემის მომხმარებლებისთვის; და

(h) უზრუნველყოს რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-13 მუხლის თანახმად გადამცემი სისტემის ოპერატორთაშორისი საკომპენსაციო მექანიზმის ფარგლებში გადატვირთვის ქირისა და გადასახდელების აკრეფაზე, მესამე მხარისთვის დაშვების უფლების მინიჭება და მისი მართვა, და დაშვებაზე უარის შემთხვევაში დასაბუთებული ახსნა-განმარტებების მიცემა, რასაც მონიტორინგს გაუწევენ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები; ამ მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას გადამცემი სისტემის ოპერატორებმა, უპირველეს ყოვლისა ხელი, უნდა შეუწყონ ბაზრის ინტეგრაცია