1. სანამ საწარმო დამტკიცდება და დაინიშნება გადამცემი სისტემის ოპერატორად, უნდა მოხდეს მისი სერტიფიცირება ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 აბზაცებითა და რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-3 მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

2. წევრმა სახელმწიფოებმა გადამცემი სისტემის ოპერატორებად უნდა დაამტკიცონ და დანიშნონ ის საწარმოები, რომლებიც ფლობენ გადამცემ სისტემას და სერტიფიცირებულნი არიან ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ ქვემოთ მოცემული სერტიფიცირების პროცედურის შესაბამისად მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე. გადამცემი სისტემის ოპერატორების დანიშვნის შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას და გამოქვეყნდეს ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორებმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა აცნობონ ნებისმიერი დაგეგმილი ტრანზაქციის შესახებ, რომელსაც შესაძლოა დასჭირდეს მე-9 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის ხელახალი შეფასება.

4. მარეგულირებელმა ორგანოებმა მონიტორინგი უნდა გაუწიონ გადამცემი სისტემის ოპერატორების მუდმივ შესაბამისობას მე-9 მუხლის მოთხოვნებთან. შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ უნდა დაიწყონ სერტიფიცირების პროცედურა:

(a) მე-3 აბზაცის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინებისთანავე;

(b) საკუთარი ინიციატივით თუ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორებზე ან გადამცემი სისტემის მფლობელებზე უფლებების ან გავლენის დაგეგმილმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს მე-9 მუხლის დარღვევა ან როდესაც არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ დარღვევას; ან

(c) კომისიის საფუძვლიანი მოთხოვნისთანავე.

5. მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა მიიღონ გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების გადაწყვეტილება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინებიდან ან კომისიის მოთხოვნიდან 4 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სერტიფიცირება განხორციელებულად ითვლება. მარეგულირებელი ორგანოს როგორც გამოხატული ისე ნაგულისხმევი გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ მე-6 აბზაცით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ მიღებული გამოხატული ან ნაგულისხმევი გადაწყვეტილების შესახებ, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომისიას მარეგულირებელი ორგანოს მიერ. კომისიამ უნდა იმოქმედოს რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

7. მარეგულირებელმა ორგანოებმა და კომისიამ გადამცემი სისტემის ოპერატორებსა და გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციის შემსრულებელ საწარმოებს შესაძლოა მოსთხოვონ ამ მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია.

8. მარეგულირებელმა ორგანოებმა და კომისიამ უნდა დაიცვან კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობ