წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მიწოდების უსაფრთხოების საკითხების მონიტორინგი. თუ წევრი სახელმწიფო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას შეუძლია ეს უფლება გადასცეს 35-ე მუხლით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოებს. კერძოდ მონიტორინგი უნდა მოიცავდეს ეროვნულ ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის წონასწორობას, მოსალოდნელი მომავალი მოთხოვნის დონეს დაგეგმილ ან მშენებლობის პროცესში მყოფ დამატებით გათვალისწინებულ სიმძლავრეს, ქსელების ტექნიკური მომსახურების ხარისხსა და დონეს, ასევე პიკური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ერთი ან მეტი მიმწოდებლის უკმარისობის აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებს. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, 31 ივლისისთვის, კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამოაქვეყნონ ანგარიში, სადაც მოცემული იქნება აღნიშნული საკითხების მონიტორინგის შედეგები და ასევე ამ საკითხების მოსაგვარებლად ნებისმიერი გატარებული ან გასატარებელი ღონისძიებები, და დაუყოვნებლივ გადაუგზავნონ აღნიშნული ანგარიში კომისია