1. წევრმა სახელმწიფოებმა, ისევე როგორც მარეგულირებელმა ორგანოებმა, უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან მათი ეროვნული ბაზრების ერთ ან რამდენიმე რეგიონალურ დონეზე ინტეგრაციის მიზნით, რაც პირველი ნაბიჯია სრულად ლიბერალიზებული შიდა ბაზრის შექმნისაკენ. კერძოდ, წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების შემთხვევაში მარეგულირებელმა ორგანოებმა, ან წევრმა სახელმწიფოებმა ელექტროენერგიის კონკურენტული შიდა ბაზრის შექმნის მიზნით ხელი უნდა შეუწყონ გადამცემი სისტემის ოპერატორების თანამშრომლობას სახელმწიფო დონეზე, მათ შორის ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ხელი შეუწყონ მათი სამართლებრივი, მარეგულირებელი და ტექნიკური ჩარჩოს თანმიმდევრულობას და გაერთიანებაში არსებული ელექტროენერგეტიკული კუნძულოვანი რეჟიმის შემადგენელი იზოლირებული სისტემების ინტეგრაციას. ასეთი რეგიონალური თანამშრომლობით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალი უნდა მოიცავდეს თანამშრომლობას რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-12(3) მუხლით განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონაში. ეს თანამშრომლობა შეიძლება გავრცელდეს სხვა გეოგრაფიულ ზონებზეც.
2. სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორებთან რეგიონებს შორის მარეგულირებელი სქემების თავსებადობის უზრუნველსაყოფად, რაც მიზნად ისახავს ელექტროენერგიის კონკურენტული შიდა ბაზრის შექმნას. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ ასეთი თანამშრომლობისთვის საჭიროა შესასრულებლად სავალდებულო წესების არსებობა, მან უნდა გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.
3. ამ დირექტივის განხორციელების გზით წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორებს ჰქონდეთ რეგიონალურ დონეზე ინტეგრირებული ერთი ან მეტი სისტემა, რომელიც მოიცავს ორ ან მეტ წევრ სახელმწიფოს სიმძლავრის გადანაწილებისთვის და ქსელის უსაფრთხოების შემოწმებისთვის.
4. თუ ვერტიკალურად ინტეგრირებული გადამცემი სისტემის ოპერატორები მონაწილეობენ ასეთი თანამშრომლობის დასამყარებლად დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოში, ერთობლივმა საწარმომ უნდა დაამტკიცოს და დანერგოს შესაბამისობის პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს ღონისძიებებს დისკრიმინაციული და არაკონკურენტული ქცევის გამოსარიცხად. აღნიშნული შესაბამისობის პროგრამით უნდა განსაზღვროს თანამშრომელთა კონკრეტული ვალდებულებები დისკრიმინაციული და არაკონკურენტული ქცევის გამორიცხვის მიზნით. ამისთვის საჭიროა სააგენტოს თანხმობა. პროგრამასთან შესაბამისობას დამოუკიდებლად გაუწევს მონიტორინგს ვერტიკალურად ინტეგრირებული გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი.
გენერაც