1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ 2012 წლის 3 მარტიდან:

(a) თითოეული საწარმო, რომელიც ფლობს გადამცემ სისტემას მოქმედებდეს როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორი;

(b) ერთსა და იმავე პირს ან პირებს:

(i) არ ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის განხორციელების უფლება საწარმოზე, რომელიც ასრულებს გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას, და პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის განხორციელების უფლება ან ნებისმიერი სხვა უფლება გადამცემი სისტემის ოპერატორზე ან გადამცემ სისტემაზე; და

(ii) არ ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის განხორციელების უფლება გადამცემი სისტემის ოპერატორზე ან გადამცემ სისტემაზე და პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის განხორციელების ან სხვა უფლება იმ საწარმოზე, რომელიც ასრულებს გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას.

(c) ერთსა და იმავე პირს ან პირებს არ აქვთ უფლება დანიშნონ გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის სამეთვალყურეო ორგანოს, ადმინისტრაციული საბჭოს ან იმ ორგანოს წევრები, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს საწარმოს, და განახორციელონ პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი ან სხვა უფლება საწარმოზე, რომელიც ასრულებს გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას.

(d) ერთსა და იმავე პირს არ აქვს უფლება დაინიშნოს გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციის შემსრულებელი საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის სამეთვალყურეო ორგანოს, ადმინისტრაციული საბჭოს ან იმ ორგანოს წევრად, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს საწარმოს.

2. პირველი აბზაცის (b) და (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები მოიცავს კერძოდ შემდეგს:

(a) ხმის მიცემის უფლებას;

(b) საწარმოს სამეთვალყურეო ორგანოს, ადმინისტრაციული საბჭოს ან ოფიციალური წარმომადგენელი ორგანოს წევრების დანიშვნის უფლებას; ან

(c) უმრავლესობის წილის ფლობას.

3. 1(b) აბზაცის მიზნებისთვის ცნება „საწარმო, რომელიც ასრულებს გენერაციის და მიწოდების რომელიმე ფუნქციას“ გულისხმობს „საწარმოს, რომელიც ასრულებს წარმოების ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას“ ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის ზოგადი წესების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივით 2009/73/EC18 გათვალისწინებული მნიშვნელობით, ხოლო ტერმინები „გადამცემი სისტემის ოპერატორი“ და „გადამცემი სისტემა“ მოიცავს „გადამცემი სისტემის ოპერატორსა“ და „გადამცემ სისტემას“ აღნიშნული დირექტივით გათვალისწინებული მნიშვნელობით.

4. 2013 წლის 3 მარტამდე წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დაუშვან გამონაკლისი პირველი აბზაცის (b) და (c) ქვეპუნქტებიდან იმ პირობით, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორები არ წარმოადგენენ ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილს.

5. 1(a) აბზაცით გათვალისწინებული ვალდებულებები ჩაითვლება შესრულებულად ისეთ სიტუაციაში, როდესაც გადამცემი სისტემის მფლობელ ორ ან მეტ საწარმოს შექმნილი აქვთ ერთობლივი ვენჩერული საზოგადოება, რომელიც ასრულებს გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციას შესაბამისი გადამცემი სისტემებისთვის ორ ან მეტ წევრ სახელმწიფოში. ვერცერთი სხვა საწარმო ვერ გახდება ერთობლივი ვენჩერული საზოგადოების ნაწილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის აღიარებული არ არის მე-13 მუხლის შესაბამისად დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორად ან დამოუკიდებელი ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორად V თავის მიზნებისთვის.

6. ამ მუხლის განხორციელების მიზნით, თუ პირველი აბზაცის (b), (c) და (d) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი არის წევრი სახელმწიფო ან სხვა საჯარო დაწესებულება, ორი ცალკეული საჯარო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს კონტროლს ერთის მხრივ გადამცემი სისტემის ოპერატორზე ან გადამცემ სისტემაზე, ხოლო მეორეს მხრივ იმ საწარმოზე, რომელიც ასრულებს გენერაციისა და მიწოდების რომელიმე ფუნქციას, ჩაითვლება რომ არ არის ერთი და იგივე პირი ან პირები.

7. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არც მე-16 მუხლით გათვალისწინებული კომერციული ინფორმაცია, რომელსაც ფლობს გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც თავის მხრივ არის ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილი, და არც ამ გადამცემი სისტემის ოპერატორის პერსონალი არ გადაეცემა საწარმოს, რომელიც ასრულებს გენერაციის და მიწოდების რომელიმე ფუნქციას.

8. თუ 2009 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით, გადამცემი სისტემა ეკუთვნის ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს, წევრმა სახელმწიფომ შეიძლება გადაწყვიტოს არ გამოიყენოს პირველი აბზაცი.

ამ შემთხვევაში წევრმა სახელმწიფომ უნდა:

(a) დანიშნოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი მე-13 მუხლის თანახმად; ან

(b) შეასრულოს V თავის დებულებები.

9. თუ 2009 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით გადამცემი სისტემა ეკუთვნის ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს და არსებობს მოქმედი ზომები, რომლებიც იძლევა გადამცემი სისტემის ოპერატორების უფრო ეფექტური დამოუკიდებლობის გარანტიას, ვიდრე ეს V თავის დებულებებითაა გათვალისწინებული, წევრმა სახელმწიფომ შეიძლება გადაწყვიტოს, არ გამოიყენოს პირველი აბზაცი.

10. სანამ საწარმო დამტკიცდება და დაინიშნება გადამცემი სისტემის ოპერატორად ამ მუხლის მე-9 აბზაცის შესაბამისად, უნდა მოხდეს მისი სერტიფიცირება ამ დირექტივის მე-10(4)(5) და (6) მუხლითა და რეგულაციის (EC) N 14/2009 მე-3 მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რომლის თანახმადაც კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ არსებული ზომები იძლევა გადამცემი სისტემის ოპერატორის უფრო ეფექტური დამოუკიდებლობის გარანტიას, ვიდრე ეს V თავის დებულებებითაა გათვალისწინებული.

11. ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოებს, რომლებიც ფლობენ გადამცემ სისტემას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალოთ ხელი პირველი აბზაცის შესაბამისად ზომების მიღებაში.

12. საწარმოს, რომელიც ასრულებს გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი ან გამოიყენოს რაიმე სახის უფლება გამოყოფილ გადამცემი სისტემის ოპერატორებზე იმ წევრ სახელმწიფოებში, სადაც ვრცელდება პირველი აბზაც