1. თუ დანიშნულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის მფლობელი, რომელიც წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილს, სულ მცირე სამართლებრივი ფორმით, ორგანიზაციული და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, უნდა იყოს დამოუკიდებელი სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც არ უკავშირდება ელექტროენერგიის გადაცემას.
2. პირველი აბზაცით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის მფლობელის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს შემდეგი მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება:
(a) გადამცემი სისტემის მფლობელის მართვაზე პასუხისმგებელმა პირებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმოს სტრუქტურაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელია ელექტროენერგიის გენერაციის, განაწილებისა და მიწოდების ყოველდღიურ საქმიანობაზე;
(b) მიღებული უნდა იქნეს სათანადო ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს გადამცემი სისტემის მფლობელის მართვაზე პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების გათვალისწინებას ისე, რომ მათ ჰქონდეთ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება; და
(c) გადამცემი სისტემის მფლობელმა უნდა შეიმუშავოს შესაბამისობის პროგრამა, რომელიც ადგენს ზომებს დისკრიმინაციული ქცევის გამოსარიცხად და ამ პროგრამის შესრულების ადეკვატური მონიტორინგის უზრუნველსაყოფად. შესაბამისობის პროგრამა უნდა ადგენდეს ამ მიზნების მისაღწევად თანამშრომელთა კონკრეტულ ვალდებულებებს. შესაბამისობის პროგრამის მონიტორინგზე პასუხისმგებელმა პირმა ან ორგანომ მიღებული ზომების შესახებ ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს და გამოაქვეყნოს ის.
3. კომისიამ შესაძლოა შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებები გადამცემი სისტემის მფლობელის ამ მუხლის მე-2 აბზაცთან სრული და ეფექტური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ დირექტივის არაარსებით ელემენტებში შესწორებების შეტანას მათში დამატებების შეტანის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად, გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე, 46(2)-ე მუხლის თანახმა