1. გადამცემი სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირების და/ან ადმინისტრაციული ორგანოს წევრების დანიშვნის, თანამდებობაზე აღდგენის, სამუშაო პირობების, მათ შორის ანაზღაურებისა და თანამდებობაზე ყოფნის ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს მე-20 მუხლის შესაბამისად დანიშნული გადამცემი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო ორგანოს მიერ.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორის აღმასრულებელ ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების და/ან სამეთვალყურეო ორგანოს მიერ წამოყენებული ადმინისტრაციული ორგანოების წევრებად დანიშვნის ან თანამდებობაზე აღდგენის კანდიდატების ვინაობის და თანამდებობაზე ყოფნის ვადის, ხანგრძლივობისა და შეწყვეტის მარეგულირებელი წესების შესახებ და თანამდებობაზე ყოფნის ვადის შეწყვეტის შესახებ წამოყენებული გადაწყვეტილებები უნდა ეცნობოს მარეგულირებელ ორგანოს. პირველი აბზაცით გათვალისწინებული პირობები და გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულო გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი ორგანო არ გამოთქვამს საწინააღმდეგო აზრს ცნობის მიღებიდან 3 კვირის განმავლობაში.
მარეგულირებელი ორგანო შეიძლება არ დაეთანხმოს პირველი აბზაცით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს, თუ:
(a) არსებობს ეჭვი ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების და/ან ადმინისტრაციული ორგანოების წევრობის კანდიდატების პროფესიულ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით; ან
(b) თანამდებობაზე ყოფნის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ეჭვქვეშაა ასეთი ვადამდელი შეწყვეტის სამართლიანობა.
3. ამ აბზაცით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების ან ადმინისტრაციული ორგანოს წევრების დანიშვნამდე სამი წლის განმავლობაში არ უნდა მოხდეს პირდაპირ ან არაპირდაპირ პროფესიული პოზიციის დაკავება ან პასუხისმგებლობის, ინტერესის ან საქმიანი ურთიერთობების გამოყენება ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოში ან მის სტრუქტურულ ერთეულში ან მის მაკონტროლებელ აქციონერებში, გადამცემი სისტემის ოპერატორის გარდა.
4. გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელ პირებს ან ადმინისტრაციული ორგანოების წევრებს და თანამშრომლებს არ უნდა ეკავოთ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, სხვა პროფესიული თანამდებობა ან არ უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობა, რაიმე ინტერესი ან საქმიანი ურთიერთობა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს რომელიმე სხვა სტრუქტურულ ერთეულში ან მათ მაკონტროლებელ აქციონერებში.
5. გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელ პირებს ან ადმინისტრაციული ორგანოების წევრებს და თანამშრომლებს არ უნდა ჰქონდეთ რაიმე ინტერესი ან იღებდნენ ფინანსურ სარგებელს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, გადამცემი სისტემის ოპერატორის გარდა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს სხვა რომელიმე სტრუქტურული ერთეულისგან. მათი ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს, გადამცემი სისტემის ოპერატორის გარდა, საქმიანობაზე ან შედეგებზე.
6. გადამცემი სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ან ადმინისტრაციული ორგანოების წევრებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს თანამდებობიდან მათი ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მარეგულირებელ ორგანოში გასაჩივრების მოქმედი უფლება.
7. გადამცემი სისტემის ოპერატორში უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელ პირებს ან ადმინისტრაციული ორგანოების წევრებს მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მინიმუმ 4 წლის განმავლობაში არ უნდა ეკავოთ, პირდაპირ ან ირიბად, პროფესიული პოზიცია, ან ჰქონდეთ პასუხისმგებლობა ან რაიმე ინტერესი ან საქმიანი ურთიერთობა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში, გადამცემი სისტემის ოპერატორის გარდა, ან მის მაკონტროლებელ აქციონერებში.
8. მე-3 აბზაცი ვრცელდება გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების და/ან ადმინისტრაციული ორგანოების წევრების უმრავლესობაზე.
გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირები და/ან ადმინისტრაციული ორგანოს წევრები, რომლებზეც არ ვრცელდება მე-3 აბზაცის მოთხოვნები, არ უნდა ახორციელებდნენ მმართველობით ან სხვა მსგავს საქმიანობას ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოში მათ დანიშვნამდე 6 თვის განმავლობაში.
ამ აბზაცის პირველი ქვეაბზაცი და მე-4-7 აბზაცები ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც შედის აღმასრულებელ ხელმძღვანელობაში, და იმ პირებზე რომლებიც პირდაპირ არიან ანგარიშვალდებული მათ წინაშე ქსელის მუშაობასთან, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზ