1. გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა ჰყავდეს სამეთვალყურეო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა გადამცემი სისტემის ოპერატორის აქციონერთა აქტივების ღირებულებაზე, განსაკუთრებით კი წლიური და უფრო გრძელვადიანი ფინანსური გეგმების დამტკიცებასთან, გადამცემი სისტემის ოპერატორის დავალიანების დონესთან და აქციონერებზე გაცემული დივიდენდების რაოდენობასთან დაკავშირებით. სამეთვალყურეო ორგანოს პასუხისმგებლობის ფარგლებში არ მოხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ეხება გადამცემი სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობას და ქსელის მართვას, და 22-ე მუხლის შესაბამისად შემუშავებული 10-წლიანი სამოქმედო გეგმის მომზადებისთვის აუცილებელ საქმიანობას.
2. სამეთვალყურეო ორგანო უნდა შედგებოდეს წევრებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს, აქციონერ მესამე მხარეებს და, წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წევრებისგან რომლებიც წარმოადგენენ სხვა დაინტერესებულ მხარეებს, როგორიცაა გადამცემი სისტემის ოპერატორის თანამშრომლები.
3. მე-19(2) მუხლი და მე-19(3)-(7) მუხლი ვრცელდება მინიმუმ სამეთვალყურეო ორგანოს წევრთა ნახევარზე, ერთი წევრის გამოკლებით.
მე-19(2) მუხლის მე-2 ქვეაბზაცის (b) ქვეპუნქტი ვრცელდება სამეთვალყურეო ორგანოს ყველა წევრზ