1. 30-ე მუხლის ან ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სამართლებრივი ვალდებულების შეუზღუდავად, თითოეულმა გადამცემი სისტემის ოპერატორმა და გადამცემი სისტემის მფლობელმა უნდა დაიცვას თავისი საქმიანობის განხორციელებისას მოპოვებული კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობა და თავიდან აიცილოს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული კომერციული უპირატესობის მომცემი ინფორმაციის გამჟღავნება დისკრიმინაციული გზით. განსაკუთრებით, მან არ უნდა გაუმჟღავნოს კომერციულად სენსიტიური ინფორმაცია საწარმოს დანარჩენ სტრუქტურულ ერთეულებს, თუ ეს საჭირო არ არის ბიზნეს ტრანზაქციის განსახორციელებლად. ინფორმაციის გამოყოფის წესების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა და საწარმოს დანარჩენმა სტრუქტურულმა ერთეულებმა არ ისარგებლონ ერთობლივი მომსახურებებით როგორიცაა ერთობლივი იურიდიული მომსახურება, წმინდა ადმინისტრაციული და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ფუნქციების გარდა.
2. დაკავშირებული საწარმოების მიერ ელექტროენერგიის გაყიდვასთან ან შეძენასთან მიმართებაში გადამცემი სისტემის ოპერატორებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ სისტემაზე დაშვების უფლების მინიჭების ან დაშვების უფლების შესახებ მოლაპარაკების წარმოების დროს მესამე მხარისგან მიღებული კომერციულად სენსიტიური ინფორმაცია.
3. ბაზარზე ეფექტური კონკურენციისა და ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს. ეს ვალდებულება არ უნდა ზღუდავდეს კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას.
დამოუკიდებელი ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატო