თავი XXXVII — ინფორმაციის წარდგენა და კონფიდენციალურობა
1. საქართველოს მთავრობა, სამინისტრო, კომისია და სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან შესაბამისი უწყებებისა და რეგულირებული საწარმოების მიერ წარდგენილი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მიღებული მონაცემები და ინფორმაცია გამოიყენონ მხოლოდ ინფორმაციის მოთხოვნაში მითითებული მიზნით. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დაიშვება კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. ამ კანონის 147-ე მუხლისა და ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე სისტემისა და ბაზრის ოპერატორები ვალდებული არიან დაიცვან იმ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას. სისტემისა და ბაზრის ოპერატორები აგრეთვე ვალდებული არიან არ დაუშვან მათი საქმიანობის შესახებ ისეთი ინფორმაციის დისკრიმინაციული გზით გამჟღავნება, რომელმაც შესაძლოა წარმოშვას კომერციული სარგებელი. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით ან თუ აღნიშნული ცალსახად აუცილებელია სამეწარმეო ოპერაციის განსახორციელებლად.
3. ინფორმაციასთან დაკავშირებული წესების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად გადამცემი სისტემის მესაკუთრემ და ინტეგრირებული საწარმოს შემადგენელმა სხვა სტრუქტურებმა არ უნდა ისარგებლონ საერთო მომსახურებით, მათ შორის, საერთო იურიდიული მომსახურებით, გარდა წმინდა ადმინისტრაციული ან საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებისა.
4. სისტემის ოპერატორმა მესამე პირების სისტემაზე დაშვებისას ან ასეთი დაშვების მოპოვების მიზნით მოლაპარაკების წარმოებისას მიღებული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს ბოროტად, მასთან დაკავშირებული საწარმოების მიერ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის მიზნით.
5. კონკურენციისა და ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების ეფექტიანობისთვის საჭირო ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით.
კარი XVI. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა
თავი XXXVIII. ადმინისტრაციული პასუხისმგებლო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2019).
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 151. კონფიდენციალურობის დაცვა 1. საქართველოს მთავრობა, სამინისტრო, კომისია და სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან შესაბამისი უწყებებისა და რეგულირებული საწარმოების მიერ წარდგენილი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მიღებული მონაცემები და ინფორმაცია გამოიყენონ მხოლოდ ინფორმაციის მოთხოვნაში მითითებული მიზნით. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დაიშვება კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად. 2. ამ კანონის 147-ე მუხლისა და ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე სისტემისა და ბაზრის ოპერატორები ვალდებული არიან დაიცვან იმ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას. სისტემისა და ბაზრის ოპერატორები აგრეთვე ვალდებული არიან არ დაუშვან მათი საქმიანობის შესახებ ისეთი ინფორმაციის დისკრიმინაციული გზით გამჟღავნება, რომელმაც შესაძლოა წარმოშვას კომერციული სარგებელი. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით ან თუ აღნიშნული ცალსახად აუცილებელია სამეწარმეო ოპერაციის განსახორციელებლად. 3. ინფორმაციასთან დაკავშირებული წესების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად გადამცემი სისტემის მესაკუთრემ და ინტეგრირებული საწარმოს შემადგენელმა სხვა სტრუქტურებმა არ უნდა ისარგებლონ საერთო მომსახურებით, მათ შორის, საერთო იურიდიული მომსახურებით, გარდა წმინდა ადმინისტრაციული ან საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებისა. 4. სისტემის ოპერატორმა მესამე პირების სისტემაზე დაშვებისას ან ასეთი დაშვების მოპოვების მიზნით მოლაპარაკების წარმოებისას მიღებული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს ბოროტად, მასთან დაკავშირებული საწარმოების მიერ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის მიზნით. 5. კონკურენციისა და ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების ეფექტიანობისთვის საჭირო ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით. კარი XVI. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა თავი XXXVIII. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
მუხლი 16. 1. ინფორმაციის გამჟღავნება და კონფიდენციალობა— მიწოდების რეჟიმები: (1) ტრანსსასაზღვრო მიწოდება (2) საზღვარგარეთ მოხმარება (3) კომერციული წარმომადგენლობა (4) ფიზიკური პირების წარმომადგენლობა
სექტორი ან ქვესექტორი
ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული შეზღუდვები
ეროვნულ რეჟიმთან დაკავშირებული შეზღუდვები
დამატებითი ვალდებულებები
Law of Georgia „on Energy and Water Supply“, მუხლი 151, №5646-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747785/muxli-151/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია