1. ამ შეთანხმების დებულებებით მხარეს არ მოეთხოვება, წარადგინოს ან დაუშვას ხელმისაწვდომობა საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია საიდუმლო ინფორმაციად ან რომლის გამჟღავნება ხელს შეუშლიდა კანონის აღსრულებას ან სხვაგვარად დაუპირისპირდებოდა საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შელახავდა გარკვეული საჯარო თუ კერძო დაწესებულებების კანონიერ კომერციულ ინტერესებს.
2. თუ ამ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუ მხარე ამ შეთანხმების შესაბამისად გადასცემს წერილობით ინფორმაციას მეორე მხარეს და განსაზღვრავს ამ ინფორმაციას, როგორც საიდუმლოს, მეორე მხარემ უნდა შეინარჩუნოს ინფორმაციის კონფიდენციალობა. ასეთი ინფორმაცია გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ აღნიშნული მიზნებისათვის და არ უნდა იყოს სხვაგვარად გამჟღავნებული ინფორმაციის მომწოდებელი მხარის კონკრეტული ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი გამოყენება ან გამჟღავნება აუცილებელია სამართლებრივი ან კონსტიტუციური მოთხოვნების დასაკმაყოფილელად ან სასამართლო საქმეთწარმოების მიზნი