1. როდესაც არსებობს უთანხმოება საარბიტრაჟო ტრიბუნალის რეკომენდაციებთან შესაბამისობისთვის განხორციელებულ ქმედებებსა და წინამდებარე შეთანხმების არსებობასა და თანმიმდევრულობათან დაკავშირებით, ამგვარი დავა უნდა მოგვარდეს წინამდებარე თავით გათვალისწინებული საარბიტრაჟო საქმისწარმოების თანახმად, მათ შორის, რამდენადაც შესაძლებელია, თავდაპირველ საარბიტრაჟო ტრიბუნალთან მიმართვით.
2. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა თავისი გადაწყვეტილება უნდა წარუდგინოს დავის მხარეებს მისთვის საკითხის წარდგენის თარიღიდან 60 დღის განმავლობაში. როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაადგენს, რომ მას არ შეუძლია აღნიშნულის წარდგენა მოცემულ ვადაში, მან უნდა აცნობოს დავის მხარეებს წერილობით, გადავადების მიზეზების შესახებ, იმ სავარაუდო პერიოდის მითითებით, რომლის განმავლობაშიც იგი წარმოადგენს გადაწყვეტილებას. ნებისმიერი გადავადება არ უნდა აღემატებოდეს მომდევნო 15 დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავის მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან.
3. მუხლები, რომელიც წინამდებარე შეთანხმებაში ეხება საარბიტრაჟო ტრიბუნალის პროცედურებს, უნდა გამოიყენებოდეს mutatis mutandis საარბიტრაჟო საქმისწარმოებასთან მიმართები