1. თუ 15.13 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაადგენს, რომ მოპასუხე მხარეს ვერ მოჰყავს შესაბამისობაში ღონისძიებები, რომლებიც შეუსაბამო იყო წინამდებარე შეთანხმებასთან ან ვერ ახორციელებს საარბიტრაჟო ტრიბუნალის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებას დადგენილ გონივრულ ვადაში, ან მოპასუხე მხარე, წერილობით გამოხატავს, რომ იგი არ განახორციელებს რეკომენდაციებს, ამგვარმა მხარემ, მოთხოვნის შემთხვევაში, არაუგვიანეს გონივრული ვადის გასვლამდე, უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები მოთხოვნის წარმდგენ მხარესთან, რათა შეთანხმდნენ კომპენსაციის ორმხრივად მისაღებ ოდენობაზე. თუ დავის მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას კომპენსაციის შესახებ მოლაპარაკების დაწყების თარიღიდან 20 დღის განმავლობაში, ან იმ შემთხვევაში თუ კომპენსაციის შესახებ მოთხოვნა არ გაკეთებულა, მოთხოვნის წარმდგენი მხარე უფლებამოსილია მოპასუხე მხარეს შეუჩეროს კონცესიის ან სხვა ვალდებულებების მოქმედება. მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ უნდა აცნობოს მოპასუხე მხარეს, კონცესიის და სხვა ვალდებულებების შეჩერებამდე 30 დღით ადრე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს კონცესიის და სხვა ვალდებულებების შეჩერების დონესა და მასშტაბს.

2. კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერების დონე უნდა იყოს აღნიშნული შეზღუდვის ან გაუქმების დონის ეკვივალენტური.

3. იმის გათვალისწინებით, თუ რა კონცესია ან სხვა ვალდებულებები უნდა შეჩერდეს:

(a) მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ, პირველ რიგში, უნდა სცადოს შეაჩეროს კონცესია ან სხვა ვალდებულებები იმავე სექტორ(ებ)ში, რომელსაც ზიანი მიადგა ღონისძიებით, რომელიც საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მიიჩნია წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებთან შეუსაბამოდ; და

(b) თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარე მიიჩნევს, რომ არ აირს მოსახერხებელი ან არაეფექტურია კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერება იმავე სექტორ(ებ)ში, იგი უფლებამოსილია შეაჩეროს კონცესია ან სხვა ვალდებულებები სხვა სექტორებში. შეტყობინება, სადაც იგი აცხადებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, უნდა მოიცავდეს მიზეზებს, რომელსაც ის ეფუძნება.

4. დაინტერესებული მხარის წერილობითი მოთხოვისას, თავდაპირველმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა განსაზღვროს, კონცესიის ან სხვა ვალდებულებების დონე, რომელიც უნდა შეჩერდეს მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ, არის თუ არა გადაჭარბებული, მე-2 პარაგრაფის თანახმად. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ვერ დაკომპლექტდება თავისი თავდაპირველი წევრებით, იგი უნდა ჩამოყალიბდეს მე-15.6 მუხლით განსაზღვრული პროცედურით.

5. საარბიტრაჟო ტრიბუნალი წარმოადგენს თავის გადაწყვეტილებას მე-3 პარაგრაფით გათვალისწინებული მოთხოვნიდან 60 დღის განმავლობაში, ან თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ვერ დაკომპლექტდება თავისი თავდაპირველი წევრებით - უკანასკნელი საარბიტრაჟო ტრიბუნალის შედგენის თარიღიდან.

6. მოთხოვნის წარმდგენი მხარე არ არის უფლებამოსილი შეაჩეროს კონცესიის ან სხვა ვალდებულებების გამოყენება წინამდებარე მუხლის თანახმად საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

7. კომპენსაციის და კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერება წარმოადგენს დროებით ღონისძიებებს და გამოიყენება საჩივრის წარმდგენი მხრიდან, სანამ შეუსაბამო ღონისძიებები, შეთანხმებასთან არ იქნება ჩამოშორებული ან შეცვლილი ისეთნაირად, რომ შეთანხმებასთან მოყვანილ იქნეს შესაბამისობაში ან, სანამ მხარეები მივლენ ორმხრივ, დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდ