თუ მე-14 მუხლის (შესაბამისობის განხილვა) თანახმად, საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაადგენს, რომ მოპასუხე მხარეს დადგენილ გონივრულ ვადაში ვერ მოჰყავს მე-12 მუხლის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიშის განხორციელება) პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში ღონისძიებები, რომლებიც შეუსაბამო იყო წინამდებარე შეთანხმებასთან ან მოპასუხე მხარე, წერილობით გამოხატავს, რომ იგი არ მოიყვანს ღონისძიებას მე-12 მუხლის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიშის განხორციელება) პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში, ამგვარმა მხარემ, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები მოთხოვნის წარმდგენ მხარესთან, რათა შეთანხმდნენ კომპენსაციის ორმხრივად მისაღებ ოდენობაზე. თუ დავის მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას კომპენსაციასთან დაკავშირებით ან არ მოხდება მსგავსი სახის მოთხოვნის წარდგენა გონივრული ვადის გასვლის თარიღიდან 20 დღის განმავლობაში, საჩივრის წარმდგენი მხარე უფლებამოსილია მოპასუხე მხარეს შეუჩეროს კონცესია ან სხვა ვალდებულებები. საჩივრის წარმდგენმა მხარემ უნდა აცნობოს მოპასუხე მხარეს, კონცესიის და სხვა ვალდებულებების შეჩერებამდე 30 დღით ადრე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერების დონესა და ფარგლებს.

კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერების დონე უნდა იყოს  ანულირების ან გაუქმების დონის ეკვივალენტური. ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, კონცესიის ან სხვა ვალდებულების შეჩერება უნდა შეიზღუდოს წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მოპასუხე მხარის მიმართ ნაკისრი კონცესიითა და ვალდებულებებით.

იმის გადაწყვეტისას, თუ რა კონცესია ან სხვა ვალდებულებები უნდა შეჩერდეს:

საჩივრის წარმდგენმა მხარემ, პირველ რიგში, უნდა სცადოს შეაჩეროს კონცესია ან სხვა ვალდებულებები იმავე სექტორ(ებ)ში, რომელსაც ზიანი მიადგა ღონისძიებით, რომელიც საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მიიჩნია წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებთან შეუსაბამოდ ან რომელსაც ზიანი მიადგა მოპასუხე მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, როგორც საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ იქნა განსაზღვრული; და

თუ საჩივრის წარმდგენი მხარე მიიჩნევს, რომ  შეუძლებელია ან არაეფექტურია კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერება იმავე სექტორ(ებ)ში, იგი უფლებამოსილია შეაჩეროს კონცესია ან სხვა ვალდებულებები სხვა სექტორებში. შეტყობინება, სადაც იგი აცხადებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, უნდა მოიცავდეს მიზეზებს, რომელსაც ის ეფუძნება.

მოპასუხე მხარის წერილობითი მოთხოვნისას, თავდაპირველმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა განსაზღვროს, კონცესიის ან სხვა ვალდებულებების დონე, რომელიც შეჩერდა ან უნდა შეჩერდეს საჩივრის წარმდგენი მხარის მიერ, არის თუ არა გადაჭარბებული, მე-2 პუნქტის თანახმად ან განსაზღვროს, წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპები იყო თუ არა დაცული. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ვერ დაკომპლექტდება თავისი თავდაპირველი წევრებით, იგი უნდა ჩამოყალიბდეს მე-7 მუხლით (საარბიტრაჟო ტრიბუნალის შემადგენლობა) განსაზღვრული პროცედურით.

საარბიტრაჟო ტრიბუნალი წარმოადგენს თავის გადაწყვეტილებას მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნიდან 60 დღის განმავლობაში, ან თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ვერ დაკომპლექტდება თავისი თავდაპირველი წევრებით უკანასკნელი არბიტრის დანიშვნის თარიღიდან.

საჩივრის წარმდგენმა მხარემ  არ უნდა შეაჩეროს კონცესიის ან სხვა ვალდებულებების გამოყენება წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპენსაცია და ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულებების შეჩერება წარმოადგენს დროებით ღონისძიებებს. არც კომპენსაცია და არც ვალდებულებების შეჩერება არ უნდა წარმოადგენდეს პრიორიტეტულ ღონისძიებას მე-12 მუხლის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიშის განხორციელება) პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასთან მიმართებით. ვალდებულებების შეჩერების ღონისძიება შესაძლებელია იყოს გამოყენებული მანამ სანამ არ მოხდება მე-12 მუხლის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიშის განხორციელება) პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება ან ორმხრივად დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღებ