დავის მხარეები შესაძლოა შეთანხმდნენ, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეაჩეროს თავისი საქმიანობა ნებისმიერ დროს, აღნიშნული შეთანხმების თარიღიდან არაუმეტეს 12 თვის პერიოდით. ასეთ შემთხვევაში, დავის მხარეებმა ერთობლივად უნდა შეატყობინონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარეს. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის საქმიანობა შეჩერებულია 12 თვეზე მეტი პერიოდით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის უფლებამოსილება წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დავის მხარეების მიერ აღნიშნული სხვაგვარად არის შეთანხმებული.

დავის მხარეები უფლებამოსილნი არიან, შეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერ დროს შეწყვიტონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის  საქმისწარმოება საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარისთვის ერთობლივი შეტყობინების გაგზავნის გზით მანამ, სანამ მოხდება დავის მხარეების მიმართ საბოლოო ანგარიშის წარდგენ