როდესაც არსებობს უთანხმოება მე-12 მუხლის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიშის განხორციელება) პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელებული ზომების არსებობის ან წინამდებარე შეთანხმებასთან მათი შესაბამისობის შესახებ, ამგვარი დავა უნდა მოგვარდეს წინამდებარე თავით გათვალისწინებული საარბიტრაჟო პროცედურის თანახმად, მათ შორის, რამდენადაც შესაძლებელია, თავდაპირველ საარბიტრაჟო ტრიბუნალთან მიმართვით, იმავე არბიტრების შემადგენლობით. თუ ეს შეუძლებელია, თავდაპირველი არბიტრების დანიშვნის წესის შესაბამისად უნდა მოხდეს შემცვლელი არბიტრების დანიშვნა და მათი აღჭურვა თავდაპირველი არბიტრების ყველა უფლებამოსილებითა და მოვალეობით.
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის საკითხთან დაკავშირებით თავისი ანგარიში უნდა წარუდგინოს დავის მხარეებს მისთვის საკითხის გადაცემის თარიღიდან 60 დღის განმავლობაში. როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაადგენს, რომ მას არ შეუძლია თავისი ანგარიშის წარდგენა მოცემულ ვადაში, მან უნდა აცნობოს დავის მხარეებს წერილობითი ფორმით გადავადების მიზეზების შესახებ, იმ სავარაუდო პერიოდის მითითებით, რომლის განმავლობაშიც იგი წარმოადგენს ანგარიშს. ნებისმიერი გადავადება არ უნდა აღემატებოდეს მომდევნო 15 დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავის მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან.
წინამდებარე მუხლისა და 16-1 დანართის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცედურო წესები) დებულებები, რომლებიც ეხება საარბიტრაჟო ტრიბუნალის პროცედურებს, უნდა გამოიყენებოდეს mutatis mutandis წინამდებარე მუხლით განსაზღვრული საარბიტრაჟო საქმისწარმოებასთან მიმართები