საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფუნქციას წარმოადგენს დავის საგნის ობიექტური შეფასება, მათ შორის, საქმის იურიდიული მხარისა და ფაქტების შესწავლა და წინამდებარე შეთანხმების გამოყენებადობისა და მასთან შესაბამისობის შემოწმება.

იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის დაასკვნის, რომ სადავო ღონისძიება შეუსაბამოა წინამდებარე შეთანხმებასთან ან მოპასუხე მხარემ არ შეასრულა წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მან უნდა გასცეს რეკომენდაცია, რომ მოპასუხე მხარემ, მოიყვანოს სადავო ღონისძიება წინამდებარე შეთანხმებასთან ან შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი მისი ვალდებულებები.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა განმარტოს წინამდებარე შეთანხმება განმარტებასთან დაკავშირებული საერთაშორისო საჯარო სამართლის ჩვეულებითი ნორმების შესაბამისად. საერთაშორისო ტრიბუნალს არ შეუძლია, თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებში, გადააჭარბოს ან დააკნინოს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებებ