დავის მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ არბიტრაჟის ტრიბუნალის მუშაობას, კერძოდ, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით:

(a) უზრუნველყოფენ ტრიბუნალს ყველა სათანადო დოკუმენტით, ინფორმაციით და საშუალებით; და

(b) საშუალებას მისცემენ ტრიბუნალს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს მოწმეები ან ექსპერტები და მიიღოს მათი ჩვენებები.