მუხლი 16🔗

საბოლოო გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება შესასრულებლად დავის მონაწილე მხარეებისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებაში მოცემული წინამდებარე კონვენციის ინტერპრეტაცია ასევე სავალდებულო იქნება იმ მხარისთვის, რომელიც ჩაერთო საქმის განხილვაში ზევით განსაზღვრული მე-10 მუხლის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ეს ეხება იმ საკითხებს, რომლებთან დაკავშირებითაც ჩაერთო ეს მხარე საქმეში. საბოლოო გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება, თუ დავის მონაწილე მხარეები წინასწარ არ შეთანხმდებიან სააპელაციო პროცედურაზ