1. თუ დავის მონაწილე რომელიმე მხარე არ წარდგება არბიტრაჟის ტრიბუნალის წინაშე ან ვერ მოახერხებს მისი ინტერესების დაცვას, მეორე მხარეს შეუძლია ტრიბუნალისგან მოითხოვოს საქმის წარმოების გაგრძელება და გადაწყვეტილების მიღება. მხარის გამოუცხადებლობა ან მხარის მიერ მისი საქმის დაცვის შეუძლებლობა საქმის წარმოებისთვის დაბრკოლება არ იქნება.

2. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არბიტრაჟის ტრიბუნალი უნდა დარწმუნდეს, რომ სარჩელი ფაქტობრივად და სამართლებრივად კარგად არის დასაბუთებული.