წინამდებარე კონვენციის ორიგინალები, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, დეპონირებული იქნება დეპოზიტართან.

რის დასტურადაც ქვემოთ ხელმომწერი, ამისათვის სათანადოდ უფლებამოსილი პირები ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია კუმამოტოში, იაპონიაში 2013 წლის 10 ოქტომბერს.

დანართი „A„ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტები

ამ დანართში არ შედის შემდეგი პროდუქტები:

(a) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო გამოყენებისთვის აუცილებელი პროდუქტები;

(b) კვლევისა და ინსტრუმენტების კალიბრაციისთვის საჭირო პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება როგორც მისათითებელი სტანდარტი;

(c) გადამრთველები და რელეები, ლუმინისცენტური ნათურები ცივი კათოდით, გარე განათების ელექტროდული ნათურები (CCFL და EEFL), თუ ხელმისაწვდომი არ არის შესაბამისი შემცვლელი ალტერნატივები, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს;

(d) ტრადიციულ და რელიგიურ საქმიანობაში გამოყენებული პროდუქტები; და

(e) ვაქცინები, რომლებიც შეიცავს თიომერსალს, როგორც დამცავ საშუალებას.

ნაწილი I: პროდუქტები, რომლებიც ექვემდებარება მე-4 მუხლის 1-ლ პუნქტს

ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტები

თარიღი, რომლის შემდეგაც პროდუქტის წარმოება, ექსპორტი და იმპორტი აღარ დაიშვება (გამოყენებიდან ამოღების თარიღი)

აკუმულატორები, გარდა თუთია-ვერცხლის ოქსიდის ღილაკ-აკუმულატორებისა, ვერცხლისწყლის შემცველობით 500 მმ და ≤ 1 500 მმ), სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში 5 მგ-ს აჭარბებს;

(c) გრძელი (> 1500 მმ), სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში 13 მგ-ს აჭარბებს

კოსმეტიკა (1 ppm-ზე მეტი ვერცხლისწყლის შემცველობით) მათ შორის, კანის გამაღიავებელი საპნები და კრემები, თვალის არის კოსმეტიკის გარდა, სადაც გამოყენებულია ვერცხლისწყალი, როგორც დამცავი საშუალება და როდესაც ეფექტური და უსაფრთხო შემცვლელი დამცავი საშუალება ხელმისაწვდომი არ არის1

2020

პესტიციდები, ბიოციდები და ადგილობრივი მოქმედების ანტისეპტიკური საშუალებები

2020

შემდეგი არაელექტრონული ხელსაწყოები, გარდა იმ არაელექტრონული საზომი ხელსაწყოებისა, რომლებიც დამონტაჟებულია მასშტაბურ მოწყობილობებზე ან გამოიყენება მაღალი სიზუსტის გაზომვებისთვის, როდესაც შესაბამისი ალტერნატიული საშუალებები ვერცხლისწყლის შემცველობის გარეშე ხელმისაწვდომი არ არის:

(a) ბარომეტრები;

(b) ჰიგრომეტრები;

(c) მანომეტრები;

(d) თერმომეტრები;

(e) სპიგმომანომეტრები

2020

ნაწილი II: პროდუქტები, რომლებიც ექვემდებარება მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს

ვერცხლისწყლით  გამდიდრებული პროდუქტები

დებულებები

დენტალური ამალგამა

მხარის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებში დენტალური ამალგამის გამოყენების თანდათანობით შემცირებისთვის გათვალისწინებული იქნება მხარის შიდა გარემოებები და შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუქციები; ეს ღონისძიებები

მოიცავს ერთ ან მეტ ღონისძიებას ქვევით მოცემული სიიდან:

1 არ იგულისხმება ის კოსმეტიკური საშუალებები, საპნები ან კრემები, რომელიც შეიცავს კვალის სახით არსებულ ვერცხლისწყალს.

(i) სახელმწიფო ამოცანების განსაზღვრა კბილის კარიესის პრევენციის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, რისი მეშვეობითაც შემცირდება დენტალური აღდგენის საჭიროება;

(ii) სახელმწიფო ამოცანების განსაზღვრა მისი გამოყენების შემცირებისთვის;

(iii) დენტალური რესტორაციისთვის ეკონომიკურად და კლინიკურად ეფექტიანი იმ ალტერნატივების გამოყენების ხელშეწყობა, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს;

(iv) დენტალური რესტორაციისთვის ისეთი ხარისხიანი მასალების კვლევის და განვითარების ხელშეწყობა, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს;

(v) წარმომადგენლობითი პროფესიული ორგანიზაციების და დენტალური სკოლების წახალისება სტომატოლოგების და სტუდენტების განათლებისა და ტრენინგის მიზნით, დენტალური რესტორაციის იმ ალტერნატივების გამოყენებაზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს, ასევე მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის;

(vi) სადაზღვევო პოლიტიკისთვის და პროგრამებისთვის ხელის არ შეწყობა, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ დენტალური ამალაგამის გამოყენებას ვერცხლისწყლისგან თავისუფალ დენტალურ რესტორაციასთან შედარებით;

(vii) სადაზღვევო პოლიტიკის და პროგრამების ხელშეწყობა, რომლებიც დენტალური რესტორაციისთვის უპირატესობას ანიჭებენ დენტალური ამალაგამის ვერცხლისწყლისგან თავისუფალი ხარისხიანი ალტერნატივების გამოყენებას;

(viii) დენტალური ამალგამის გამოყენების შეზღუდვა კაფსულირებული დენტალური ამალგამის ფარგლებში;

(ix) დენტალურ ობიექტებში საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის გამოყენების ხელშეწყობა ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების წყალსა და მიწაში გაჟონვის შემცირებისთვის.

დანართი „B„საწარმოო პროცესები, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები

ნაწილი I: პროცესები, რომლებიც ექვემდებარება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს

საწარმოო პროცესები, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები

გამოყენებიდან ამოღების თარიღი

ქლოროვან-ტუტოვანი წარმოება

2025

აცეტალდეჰიდის წარმოება, სადაც ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები გამოყენებულია, როგორც კატალიზატორები

2018

ნაწილი II: პროცესები, რომლებიც ექვემდებარება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს

პროცესები, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი

დებულებები

ვინილქლორიდის მონომერების წარმოება

ზომები, რომლებსაც მიიღებენ მხარეები, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

(i) 2020 წლისთვის ვერცხლისწყლის გამოყენების 50%-ით შემცირებას თითოეული ერთეულის წარმოებაში, 2010 წელთან შედარებით;

(ii) ღონისძიებების ხელშეწყობას პირველადი მოპოვების შედეგად მიღებულ ვერცხლისწყალზე დამოკიდებულების შესამცირებლად;

(iii) ვერცხლისწყლის გარემოში ემისიის და გაჟონვის შემცირების ზომების მიღებას;

(iv) იმ კატალიზატორების და პროცესების კვლევისა და განვითარების ხელშეწყობას, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს;

(v) ვერცხლისწყლის გამოყენების არდაშვებას 5 (ხუთი) წლის შემდეგ, როდესაც მხარეთა კონფერენცია დაადგენს, რომ ვერცხლისწყლისგან თავისუფალი კატალიზატორები ტექნიკური პროცესების საფუძველზე გახდა ტექნიკურად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი;

(vi) 21-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა კონფერენციისთვის ანგარიშების მიწოდებას ვერცხლისწყლის გამოყენების ალტერნატივების განვითარების და/ან იდენტიფიცირების, ასევე გამოყენებიდან ამოღების მცდელობების შესახებ.

ნატრიუმის ან კალიუმის მეთილირება ან ეთილირება

ზომები, რომლებსაც მიიღებენ მხარეები, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

(i) ვერცხლისწყლის გამოყენების შემცირების ღონისძიებებს, ამ გამოყენების თანდათანობით შემცირებისთვის რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში;

(ii) 2020 წლისთვის ვერცხლისწყლის გამოყენების 50%-ით შემცირებას თითოეული ერთეულის წარმოებაში, 2010 წელთან შედარებით;

(iii) პირველადი მოპოვების შედეგად მიღებული ნედლი ვერცხლისწყლის გამოყენების აკრძალვას;

(iv) იმ პროცესების კვლევისა და განვითარების ხელშეწყობას, რომლებიც  არ შეიცავს ვერცხლისწყალს;

(v) ვერცხლისწყლის გამოყენების არდაშვებას 5 (ხუთი) წლის შემდეგ, როდესაც მხარეთა კონფერენცია დაადგენს, რომ ვერცხლისწყლისგან თავისუფალი პროცესები გახდა ტექნიკურად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი;

(vi) 21-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა კონფერენციისთვის ანგარიშების მიწოდებას ვერცხლისწყლის გამოყენების ალტერნატივების განვითარების და/ან იდენტიფიცირების, ასევე გამოყენებიდან ამოღების მცდელობების შესახებ.

პოლიურეთანის წარმოება, სადაც გამოიყენება ვერცხლისწყლის შემცველი კატალიზატორები

ზომები, რომლებსაც მიიღებენ მხარეები, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

(i) ვერცხლისწყლის გამოყენების შემცირების ღონისძიებებს, ამ გამოყენების თანდათანობით შემცირებისთვის რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში;

(ii) ზომების მიღებას პირველადი მოპოვების შედეგად მიღებულ ვერცხლისწყალზე დამოკიდებულების შემცირებისთვის;

(iii) ვერცხლისწყლის გარემოში ემისიის და გაჟონვის შემცირების ზომების მიღებას;

(iv) იმ კატალიზატორების და პროცესების კვლევისა და განვითარების წახალისებას, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს;

(v) 21-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა კონფერენციისთვის ანგარიშების მიწოდებას ვერცხლისწყლის გამოყენების ალტერნატივების განვითარების და/ან იდენტიფიცირების, ასევე გამოყენებიდან ამოღების მცდელობების შესახებ;

მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი არ გავრცელდება ამ საწარმოო პროცესებზე.

დანართი „C„ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვება

ეროვნული სამოქმედო გეგმები

1. თითოეული მხარე, რომელიც ექვემდებარება მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს, თავის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ჩართავს:

(a) ეროვნულ მიზნებს და შემცირების ამოცანებს;

(b) ღონისძიებებს, რათა შეამციროს:

(i) მადნის ამალგამაცია;

(ii) ამალგამის ან გადამუშავებული ამალგამის ღია წვა;

(iii) ამალგამის წვა საცხოვრებელ არეალებში; და

(iv) ციანიდის გამოტუტვა ნალექებში, მადანში ან მადნის კუდებში, სადაც დამატებულია ვერცხლისწყალი ვერცხლისწყლის პირველადი მოცილების გარეშე;

(c) ღონისძიებებს ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვების სექტორის ფორმალიზების ან რეგულირებისთვის;

(d) მის ტერიტორიაზე გამოყენებული ვერცხლისწყლის რაოდენობის და ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვების და გადამუშავების სექტორში გამოყენებული პრაქტიკის საბაზისო შეფასებას;

(e) ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვების და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ემისიის და გაჟონვის და ვერცხლისწყლით გამოწვეული ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობის სტრატეგიას, მათ შორის იმ მეთოდებს, რომლებშიც ვერცხლისწყალი არ გამოიყენება;

(f) ვერცხლისწყლით და ვერცხლისწყლის ნაერთებით ვაჭრობის მართვის და ოქროს კუსტარულ და მცირემასშტაბიან წარმოებაში საგარეო და საშინაო წყაროებიდან მიღებული ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენების თავიდან აცილების სტრატეგიას.

(g) ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებასა და მუდმივად განვითარებაში დაინტერესებული მხარეების ჩართვის სტრატეგიას;

(h) საზოგადოების ჯანმრთელობის სტრატეგიას ოქროს კუსტარულად და მცირე მასშტაბით მომპოვებლებზე და მათ თემებზე ვერცხლისწყლის ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ასეთი სტრატეგია უნდა მოიცავდეს, სხვებს შორის, ჯანმრთლობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებას, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების მუშაკების ტრენინგს და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების მეშვეობით ცნობიერების ამაღლებას;

(i) მოწყვლად მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ბავშვებსა და რეპროდუქციული ასაკის, აგრეთვე, ფეხმძიმე ქალებზე ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვებისას გამოყენებული ვერცხლისწყლის ზემოქმედების თავიდან აცილების სტრატეგიას;

(j) ოქროს კუსტარულად და მცირემასშტაბიანი მომპოვებლებისთვის და ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების სტრატეგიას; და

(k) ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების გრაფიკს.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია თავის სახელმწიფო სამოქმედო გეგმაში ჩართოს დამატებითი სტრატეგიები მისი მიზნების განსახორციელებლად, მათ შორის, ვერცხლისწყლის გამოყენების გარეშე ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვების სტანდარტების გამოყენება ან დამკვიდრება და საბაზრო მექანიზმები ან მარკეტინგული მეთოდები.

დანართი „D„ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ატმოსფეროში ემისიის წერტილოვანი წყაროების სია

წერტილოვანი წყაროების კატეგორია:

ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები; ნახშირზე მომუშავე სამრეწველო ბოილერები;

სადნობი და საწვავი პროცესები, რომლებიც გამოიყენება ფერადი ლითონების წარმოებაში1; ინსინირატორები ნარჩენების წვისთვის;

ცემენტის კლინკერების წარმოების ობიექტები.

1 დანართის მიზნებისთვის, „ფერად ლითონებს„ მიეკუთვნება ტყვია, თუთია, სპილენძი და სამრეწველო ოქრო.

დანართი „E„საარბიტრაჟო და სამომრიგებლო პროცედურები

ნაწილი I: არბიტრაჟის პროცედურა

წინამდებარე კონვენციის 25-ე მუხლის მე-2 (a) პუნქტის მიზნებისთვის არბიტრაჟის პროცედურა შემდეგი