1. წინამდებარე კონვენციის დანართები შეადგენს მის განუყოფელ ნაწილს და თუ ნათლად არ არის განსაზღვრული სხვაგვარად, წინამდებარე კონვენციაზე მითითება ამავე დროს გულისხმობს მის ნებისმიერ დანართზე მითითებასაც.
2. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული ნებისმიერი დამატებითი დანართი შეზღუდული იქნება პროცედურულ, სამეცნიერო, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებამდე.
3. წინამდებარე კონვენციის დამატებითი დანართების წარდგენის, მიღების და ძალაში შესვლისთვის გამოიყენება შემდეგი პროცედურები:
(a) დამატებითი დანართების წარდგენა და მიღება განხორციელდება 26-ე მუხლის 1-3 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად;
(b) ნებისმიერი მხარე, რომელსაც არ შეუძლია დამატებითი დანართის მიღება, ამის შესახებ წერილობით აცნობებს დეპოზიტარს, დეპოზიტარის მიერ დამატებითი დანართის მიღების შესახებ შეტყობინების თარიღიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში. დეპოზიტარი დაუყოვნებლივ შეატყობინებს ყველა მხარეს ნებისმიერი ასეთი მიღებული შეტყობინების შესახებ. მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია წერილობით შეატყობინოს დეპოზიტარს, რომ ის აუქმებს წინა შეტყობინებას დამატებითი დანართის მიუღებლობასთან დაკავშირებით; ამის შემდეგ დანართი ძალაში შევა ამ მხარისთვის „c“ ქვეპუნქტის შესაბამისად; და
(c) დეპოზიტარის მიერ დამატებითი დანართის მიღების შესახებ შეტყობინების თარიღიდან 1 (ერთი) წლის შემდეგ დანართი ძალაში შევა ყველა მხარისთვის, რომელსაც არ გაუკეთებია შეტყობინება დანართის მიუღებლობის შესახებ „b“ ქვეპუნქტის დებულებების შესაბამისად.
4. წინამდებარე კონვენციის დანართების შესწორებების წარდგენა, მიღება და ძალაში შესვლა განხორციელდება იმავე პროცედურებით, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის დამატებითი დანართების წარდგენის, მიღების და ძალაში შესვლისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დანართის შესწორება არ შედის ძალაში რომელიმე მხარის მიმართ, რომელმაც გააკეთა განცხადება დანართების შესწორებასთან დაკავშირებით 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ამ შემთხვევაში ასეთი შესწორება ამ მხარისთვის ძალაში შევა მის მიერ ამ შესწორების რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების აქტის დეპოზიტართან დეპონირების თარიღიდან მე-19 დღეს.
5. თუ დამატებითი დანართი ან დანართის შესწორება დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციის შესწორებასთან, დამატებითი დანართი ან შესწორება არ შევა ძალაში წინამდებარე კონვენციის შესწორების ძალაში შესვლამდ