1. ამ დებულებით იქმნება მხარეთა კონფერენცია.
2. მხარეთა კონფერენციის პირველი შეხვედრა მოწვეული იქნება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) წლისა. ამის შემდეგ მხარეთა კონფერენციის ჩვეულებრივი შეხვედრები გაიმართება რეგულარული ინტერვალებით, რაც დადგინდება კონფერენციის მიერ.
3. მხარეთა კონფერენციის საგანგებო შეხვედრები გაიმართება სხვა ისეთ დროს, როდესაც ეს საჭიროდ იქნება მიჩნეული კონფერენციის მიერ ან ნებისმიერი მხარის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, იმ პირობით, რომ მოთხოვნიდან, რომელიც სამდივნოს მიერ გადაეცემა მხარეებს, 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მას მხარს დაუჭერს მხარეების სულ ცოტა ერთი მესამედი.
4. მხარეთა კონფერენცია მის პირველ შეხვედრაზე კონსენსუსით შეთანხმდება და მიიღებს მხარეთა კონფერენციის და მისი ნებისმიერი დამხმარე ორგანოს პროცედურულ წესებს და საფინანსო პროცედურებს, ასევე ფინანსურ დებულებებს სამდივნოს ფუნქციონირების მართვისათვის.
5. მხარეთა კონფერენცია რეგულარულად განიხილავს და შეაფასებს წინამდებარე კონვენციის განხორციელებას. ის შეასრულებს წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ თავის ფუნქციებს და ამ მიზნით:
(a) შექმნის ისეთ დამხმარე ორგანოებს, რომლებსაც ის საჭიროდ მიიჩნევს წინამდებარე კონვენციის განსახორციელებლად;
(b) საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლებს კომპეტენტურ საერთაშორისო, სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
(c) რეგულარულად განიხილავს ყველა ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მისთვის და სამდივნოსთვის 21-ე მუხლის შესაბამისად;
(d) განიხილავს მისთვის განხორციელებისა და შესაბამისობის კომიტეტის მიერ გადაცემულ ნებისმიერ რეკომენდაციას;
(e) განიხილავს და განახორციელებს ნებისმიერ დამატებით ქმედებას, რომელიც შესაძლოა საჭირო იყოს წინამდებარე კონვენციის მიზნების მისაღწევად; და
(f) განიხილავს A და B დანართებს მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად.
6. გაერო, მისი სპეციალიზებული სააგენტოები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ასევე ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, შეიძლება წარმოდგენილი იყოს მხარეთა კონფერენციის შეხვედრებზე დამკვირვებლის სტატუსით. ნებისმიერი სახელმწიფო ან საერთაშორისო, სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაცია ან სააგენტო, რომელიც კვალიფიციურია წინამდებარე კონვენციის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებში და რომელმაც აცნობა სამდივნოს მისი სურვილის შესახებ, წარმოდგენილი იყოს მხარეთა კონფერენციის შეხვედრაზე როგორც დამკვირვებელი, შეიძლება დაშვებული იქნეს შეხვედრაზე, თუ ამას არ ეწინააღმდეგება დამსწრე მხარეების სულ ცოტა ერთი მესამედი. დამკვირვებლების შეხვედრაზე დაშვება და მონაწილეობა დაექვემდებარება მხარეთა კონფერენციის მიერ მიღებულ პროცედურულ წესებ