1. თითოეული მხარე, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ხელს შეუწყობს და მხარს დაუჭერს:

(a) საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიწოდებას:

(i) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ;

(ii) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ალტერნატივებზე;

(iii) მე-17 მუხლის პირველი პუნქტით იდენტიფიცირებულ საკითხებზე;

(iv) მე-19 მუხლის შესაბამისად მის მიერ განხორციელებული კვლევების, განვითარების და მონიტორინგის საქმიანობის შედეგებზე; და

(v) მის მიერ წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული მოვალეობების შესასრულებლად განხორციელებულ საქმიანობაზე;

(b) განათლებას, ტრენინგს და საზოგადოების ცნობიერებას, რაც დაკავშირებულია ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შედეგებთან, შესაბამის სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოწყვლად მოსახლეობასთან თანამშრომლობით, საჭიროების მიხედვით.

2. თითოეული მხარე გამოიყენებს არსებულ მექანიზმებს ან ყურადღებას მიაქცევს ისეთი მექანიზმების განვითარებას, როგორიცაა, შესაძლებლობის შემთხვევაში, დამბინძურებლების გაჟონვა და რეესტრების გადაცემა ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელებისთვის ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების წლიური გაანგარიშებული რაოდენობის შესახებ, რომელთა ემისია, გაჟონვა ან განკარგვა განხორციელდა ადამიანის საქმიანობის შედეგა