1. თითოეული მხარე მიაწვდის ანგარიშებს მხარეთა კონფერენციას სამდივნოს მეშვეობით, წინამდებარე კონვენციის დებულებების განხორციელებისთვის მის მიერ მიღებული ზომების და ამ ზომების ეფექტიანობის შესახებ, ასევე წინამდებარე კონვენციის მიზნების შესრულებისას შესაძლო გამოწვევების შესახებ.
2. თითოეული მხარე მის ანგარიშებში ჩართავს წინამდებარე კონვენციის მე-3, მე-5, მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით მოთხოვნილ ინფორმაციას.
3. მხარეთა კონფერენცია თავის პირველ შეხვედრაზე დაადგენს ანგარიშგების ვადებსა და ფორმატს, რომელიც უნდა დაიცვან მხარეებმა, ანგარიშგების სხვა ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების შესახებ შესაბამის კონვენციებთან კოორდინირების სასურველობის გათვალისწინები