1. წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული მოვალეობების შესასრულებლად თითოეულ მხარეს შეუძლია პირველადი შეფასების შემდეგ, თავისი შიდა გარემოებების გათვალისწინებით შეიმუშაოს და განახორციელოს სამოქმედო გეგმა. ნებისმიერი ასეთი გეგმა უნდა გადაეცეს სამდივნოს მისი შემუშავებისთანავე.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია განიხილოს და განაახლოს თავისი სამოქმედო გეგმა, მისი შიდა გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა კონფერენციის ინსტრუქციებზე და სხვა შესაბამის ინსტრუქციებზე დაყრდნობით.
3. 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით საქმიანობის განხორციელებისას მხარეები გაივლიან კონსულტაციებს მათი სახელმწიფოების დაინტერესებულ მხარეებთან, სამოქმედო გეგმების შემუშავების, განხორციელების, განხილვის და განახლების ხელშეწყობის მიზნით.
4. მხარეებმა ასევე შეიძლება მოახდინონ კოორდინირება რეგიონულ გეგმებთან დაკავშირებით წინამდებარე კონვენციის განხორციელების ხელშეწყობის მიზნი